ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

$ 2 000 000 000 000 დამტკიცების შემდეგ, სენატი ხელფასების დაცვის პროგრამისთვის, დამატებითი ფინანსების გამოყოფაზე მსჯელობს


ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე მსხვილი ეკონომიკური პაკეტის დამტკიცების შემდეგ, რაც ეკონომიკური სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს, კანონმდებლები დასაქმებულებისთვის დამატებითი გარანტიების შექმნაზე მსჯელობენ.

რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა, „ხელფასების დაცვის პროგრამისთვის“, რომლის ბიუჯეტი უკვე არის 350 მილიარდი დოლარი, დამატებით 250 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

განსხვავებით ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც კანონმდებლებმა ერთსულოვნად დაამტკიცეს, რესპუბლიკური პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით სენატში აზრთა სხვადასხვაობაა. ამიტომ, ხუთშაბათს, კანონმდებლებმა მისი დამტკიცება ვერ შეძლეს.

დემოკრატიულმა პარტიამ სენატში ინიციატივა დაბლოკა და აცხადებენ, რომ საკითხზე უმრავლესობის ლიდერს მათთან კონსულტაციები არ გაუვლია.

თავის მხრივ, სენატის რესპუბლიკელმა წარმომადგენლებმა, დემოკრატების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა დაბლოკეს, რომელიც კრიზისის გასამკლავებლად, ადგილობრივი მთავრობებისა და საავადმყოფოების დახმარების გაზრდას გულისხმობდა.

კანონმდებლებს, ორი პარტიის სხვადასხვა ინიციატივებზე მსჯელობის საშუალება ორშაბათს კვლავ ექნებათ. მანამდე, სენატის სპიკერი, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ სააღდგომო დღესასწაულზე, რესპუბლიკელებთან და ხაზინის მდივანთან მოლაპარაკებებს არ გეგმავს.

XS
SM
MD
LG