ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ქვეყნებს დამატებით დახმარებას გაუწევს


ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პრესისთვის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკელი ხალხის უმაგალითო გულუხვობის და შეერთებული შტატების მთავრობის ძალისხმევის წყალობით, შეერთებული შტატები “კოვიდ-19” პანდემიის მიმართ, მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჰუმანიტარული საპასუხო ნაბიჯების ლიდერობას აგრძელებს. მსოფლიოში საპასუხო ქმედების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის დამატებით 225 მილიონი დოლარის გამოყოფით, შეერთებული შტატები ლიდერის პოზიციას განიმტკიცებს.

ახალი დახმარება ემატება უკვე გაცემულ, თითქმის, 274 მილიონ დოლარს, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ კოვიდ-19- ის წინააღმდეგ გაანაწილა. ეს ასევე ემატება 140 მილიონზე მეტ დოლარს, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, გლობალურად, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში დასახმარებლად გაიღო. შეერთებული შტატები ჯანდაცვის და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, მთელ მსოფლიოში უდავო ლიდერია.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული დახმარება ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ვირუსის გადადების შემცირება დიაგნოზის დასმით, ჯანდაცვის დაწესებულებებში ინფექციების თავიდან აცილებით და კონტროლით, ჯანდაცვის საგანგებო სისტემების მომზადებით და გაძლიერებით, ლაბორატორიების გაუმჯობესებით, ჯანდაცვის მუშაკების სწავლებით და სხვა გზებით მოხდეს. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ პასუხი გაეცეს დამატებით აფეთქებებს, შემსუბუქდეს გავლენა საზღვარგარეთ მყოფ ამერიკელებზე და შინ მყოფი ამერიკელები, საზღვრებიდან შემოსული შემდგომი ინფექციებისგან უკეთესად დაიცვან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “პანდემია სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს. ჯანდაცვის და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში ათწლეულობის განმავლობაში ლიდერობამ გვასწავლა, რომ საზრიანი და სტრატეგიული ინვესტიციები, ჩვენი ქვეყნის დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც ისტორია ამტკიცებს, შეგვიძლია პანდემიას შინ ვებრძოლოთ და სხვა ქვეყნებს დავეხმაროთ, საზღვრებს გარეთ მისი გავრცელება შეაკავონ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ეფექტურად დაეხმარება ისე, რომ ამერიკელ ხალხს კრიტიკული მარაგი არ მოაკლოს. ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან სამედიცინო აღჭურვილობას შეერთებულ შტატებში დავტოვებთ, სანამ საშინაო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. შეერთებული შტატების მთავრობის ბევრი სააგენტოა ჩართული სამუშაოში, რომელიც განსაზღვრავს იმ პროგრამების და ქვეყნების პრიორიტეტებს, სადაც დახმარება ყველაზე მეტად არის საჭირო.

ამერიკელები დახმარებას მხოლოდ მთავრობის არხებით არ გასცემენ. ამერიკელებმა მთელ მსოფლიოში “კოვიდ-19”-ით დაზარალებულ მოსახლეობებს, ერთობლივად 1.5 მილიარდი დოლარი შესწირეს, რაც კერძო ბიზნესების, არაკომერციული ჯგუფების და რელიგიური ორგანიზაციების მეშვეობით მოხდა და ყველამ ვიცით, რომ როგორც მსოფლიოში უდიდესი ჰუმანისტები, მომდევნო კვირებში და თვეებშიც ასე გავაგრძელებთ.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG