ფინანსთა მინისტრები ევროზონის 19 ქვეყნიდან ხუთშაბათს ნახვარი ტრილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდნენ. ფინანსური პაკეტი კომპანიების, თანამშრომლების და ჯანდაცვის სფეროში დასაქამებულების დასახმარებლად და ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევადაა განკუთვნილი.
მარიო ცენტენო, "ევროგრუპის" - ევროზონის ფინანსთა მინისტრთა გაერთიანების პრეზიდენტი ამ პაკეტს აბსოლუტურად უპრეცედენტოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მოცულობა ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტის გაოთხმაგებულ ოდენობას უდრის და გარდა ამისა ეს კრიზისისას დაიცავს ევროპულ ეკონომიკებს და მათ სტაბილურობას შემატებს. "ჩვენ კრიზისზე ასე სწრაფად აქამდე არასდროს გვიმოქმედია", - ამბობს ცენტენო.
ფინანსური პაკეტი იტალიასა და ესპანეთს, ქვეყნებს, რომლებიც ეპიდემიამ განსაკუთრებით დააზრალა, 240 მილიარდ ევროზე წვდომას სთავაზობს. ეს თანხა კი მათი ჯანდაცვის სისტემებისთვის უნდა დაიხარჯოს. თუმცა საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი მხოლოდ კრიზისის პერიოდში იქნება, და ის კრიზისის დასრულებისთანავე შეწყდება.
ამავე პაკეტით გათვალისწინებულია 200 მილიარდამდე ევროს ოდენობის საკრედიტო გარანტიები იმისთვის, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი დაზარალებულ კომპანიებს დაეხმაროს, 100 მილიარდი ევრო კი იმისთვის, რომ უხელფასოდ დარჩენილ ან შემცირებული საათებით თუ ხელფასით მომუშავე ადამიანებს დაეხმარონ.
თუმცა იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის და 6 სხვა ქვეყნიდან არსებული, სესხების გარანტიების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა გერმანიამ, ავსტრიამ და ნიდერლანდებმა. ფინანსთა მინისტრებმა ეს საკითხი ღიად დატოვეს და წევრ სახელმწიფოებს საშუალება მისცეს, რომ ეს ცალკეული, ეროვნული მოლაპარაკებების სგანად აქციონ.
Facebook Forum