ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ზიანის შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა


ევროკომისიამ ხუთშაბათს ახალი კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად, ფინანსური ღონისძიებების პაკეტი წარმოადგინა. ეკონომიკური შეღავათები მოკლევადიან სამუშაო სქემასა და ფერმერებისა და მეთევზეებისთვის ფონდებზე გაადვილებულ წვდომას გულისხმობს.

"ამ კრიზისის სიღრმე უპრეცედენტო მასშტაბის, სისწრაფისა და სოლიდარობის პასუხს მოითხოვს", - ნათქვამია დოკუმენტის შესავალ ნაწილში.

ევროკომისია სამასახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პრევენციასაც ცდილობს და ამ მიზნით მათ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს გერმანული მოდელის გამოყენებისკენ, როდესაც დამსაქმებლები აუცილებლობის შემთხვევაში თანამშრომლების სამუშაო საათებს ამცირებენ, სახელფასო განსხვავებას კი სახელმწიფო დაფარავს და დასაქმებულები კვლავ შეძლებენ მიიღონ და დახარჯონ ეს თანხები.

ქვეყნებმა ამ პროგრამით სარგებლობის სურვილით ევროკომისიას უნდა მიმართონ, რომელიც გადაწყვეტს სესხის ოდენობასა და სესხების პირობებს.

ბრუნო ლე მაისმა, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ხუთშაბათსვე განაცხადა, რომ ევროპის სტაბილურობის მექანიზმი - 200 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდი უნდა გახდეს ქვეყნების დახმარების წყარო და ქვეყნებმა უნდა შეძლონ მინიმალური პირობებით და სტიგმატიზების გარეშე ამ თანხების გამოყენება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG