კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის
კორონავირუსის გამო შემუშავებული ზოგიერთი ეკონომიკური ჩვევა, რომელსაც გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ვყიდულობთ რაღაცას, როგორ ვმოგზაურობთ, ვიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მივდივართ რესტორანში, თუ ვსწავლობთ, სავარაუდოდ, დიდ ხანი დაგვრჩება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამ ცვლილების ერთი მხარეა, მეორე კი ეკონომიკური ასპექტია, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა მას შემდეგაც ექნება, რაც კორონავირუსის პანდემია დამთავრდება. დღემდე მსოფლიოს არაერთი ეკონომიკური კრიზისი აქვს გადატანილი. მათ შორის უახლესი 2008 წლის ფინანსური კრიზისი იყო, რომელმაც თითქმის ყველა ქვეყანაზე იქონია უარყოფითი გავლენა და რომლიდან გამოსასვლელადაც ქვეყნებს წლები დასჭრდათ.
რა შეიძლება დაუჯდეს მსოფლიოს კოვიდ-19?
მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტით შენელდება, 2019 წელს გაკეთებულ გათვლებთან შედარებით, რაც სავარაუდოდ 1 მილიარდი დოლარი დაჯდება.რიჩარდ კოზულ-რაითი
ამ ეტაპზე, უცნობია რა გავლენა ექნება კორონავირუსის პანდემიას გლობალურ ეკონომიკაზე, თუმცა ეკონომისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზებს უკვე აკეთებენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების სააგენტოს (UNCTAD) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ეკონომიკას, სულ ცოტა, 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. UNCTAD აცხადებს, რომ გლობალურ ჯანდაცვასთან ერთად, ნავთობის ფასების ვარდნა გლობალურ დონეზე „დისკომფორტისა და პანიკის მზარდ განცდას ქმნის.“
„მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტით შენელდება, 2019 წელს გაკეთებულ გათვლებთან შედარებით, რაც სავარაუდოდ 1 მილიარდი დოლარი დაჯდება,“ განაცხადა რიჩარდ კოზულ-რაითმა, UNCTAD-ის გლობალიზაციისა და განვითარების სტრაგეტიის განყოფილების დირექტორმა.
გაერო აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს უფრო მსუბუქად გადაიტანს, ვიდრე სხვა ქვეყნები. თუმცა, ყველაზე ცუდი სცენარის თანახმად, მსოფლიო ეკონოიკა შეიძლება მხოლოდ 0.5 პროცენტით გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 2 ტრილიონი დოლარით ნაკლები იქნება. ამ უმძიმესი შედეგის თავიდან ასაცილებლად, გაერო ქვეყნებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები.
მთავრობებმა თუ ახლა არ დახარჯეს, მოგვიანებით უფრო ძვირი დაუჯდებათ
„მთავრობებმა ხარჯვა უნდა დაიწყონ ასეთი მასშტაბების უკუსვლის პრევენციის მიზნით, რადგან წლის განმავლობაში რეაგირების მოხდენას უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება,“ თქვა კოზულ-რაიტმა.
გაეროს უფროსი ეკონომისტის ინფორმაციით, ჩინეთი და შეერთებული შტატები ეკონომიკის სტიმულირების მიზნით გადამჭრელ ზომებს მიიღებენ. მაგალითად, ჩინეთის შემთხვევაში მთავრობა „ექსპანსიისთვის მნიშვნელოვან [ეკონომიკურ] ზომებს“ მიიღებს და სავარაუდოდ, გადასახადებს შეკვეცავს.
შეერთებული შტატების სენატი უკვე განიხილავს 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტის დამტკიცებას, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი საბიუჯეტო პაკეტი იქნება ეკონომიკის დასახმარებლად. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გამოაცხადა საშემოსავლო გადასახადების შემცირების თაობაზე.
ევროპა უფრო რთულ მდგომარეობაშია
ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა 2019 წლის ბოლოსკენ უკვე რეცესიისკენ მიუთითბდა. გერმანიის ეკონომიკა, რომელიც ევროკავშირის ძრავად მოიაზრება, 2019 წლის ბოლო კვარტალში განსაკუთრებით სუსტ მდგომარეობაში იყო. მაგრამ ახლა, კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სტრესის გამო, გერმანიას სხვა მსხვილი ეკონომიკებიც დაემატა. „იტალიის და სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკები ძალიან სერიოზული სტრესის ქვეშ არიან,“ ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
„საბოლოო ჯამში, კარგად გააზრებული პოლიტიკა და ინსტიტუციონალური რეფორმები იქნება საჭრო იმისთვის, რომ ჩინეთიდან დაწყებული ჯანდაცვასთან დაკავშრებული პრობლემა გლობალურ ეკონოკურ ჩამოშლაში არ გადაიზარდოს,“ აცხადებს კოზულ-რაიტი.
ამ მოსაზრებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაც ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 გლობალური პანდემიაა, მან პერსპექტივა არ უნდა დაგვაკარგინოს. ჯამოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მსოფლიო ვირუსის სრული კონტროლის ქვეშ არაა მოქცეული“ და რომ ეს შეიძლება „პირველი პანდემია იყოს, მსოფლიოში, რომლის კონტროლიც შესაძლებელი იქნება.“
„ყველა კრიზისი ასევე შესაძლებლობაცაა“
წინა კრიზისებისგან განსხვავებით, კორონავირუსის პანდემიას კიდევ ორი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გასდევს ფონად - ერთი არის „ბრექსიტი,“ მეორე კი აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ომი. ეს ფაქტორები, სავარაუდოდ, მოთხოვნისა და მარაგის გლობალურ ჯაჭვზე დიდ გავლენას იქონიებს, რაც მსოფლიო ეკონომიკას ძველი მეთოდების შეცვლისკენ უბიძგებს.
მთავრობებს მხოლოდ კრიზისების დროს შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკის გარშემო ხალხის მობილიზება და მტკივნეული რეფორმების განხორციელება. ყველა კრიზისი ასევე შესაძლებლობაცაა.ჯეიმს ბუტონი
ეკონომისტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ისტორიკოსი ჯეიმს ბუტონი ამბობს, რომ სათანადო პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში, ყოველ კონომიკურ კრიზისს ინოვაციები და უკეთესი მდგომარეობა მოაქვს. „მთავრობებს მხოლოდ კრიზისების დროს შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკის გარშემო ხალხის მობილიზება და მტკივნეული რეფორმების განხორციელება. ყველა კრიზისი ასევე შესაძლებლობაცაა,“ ამბობს ის.
ბლუმბერგის ინფორმაციით, 2003 წლის SARS-ის ეპიდემია მსოფლიო ეკონომიკას 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა, თუმცა მის შედეგად ბევრი ინოვაცია დაინერგა.
პერსონალური ჰიგიენის შენარჩუნების მიზნით, განვითარებულ ქვეყნებში სწორედ SARS-ის ეპიდემიის დროს მოიმატა ონლაინ ვაჭრობამ და მას შემდეგ ინტერნეტ მაღაზიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
კორონავირუსის გამო ონლაინ ვაჭრობა უკვე დრამატულადაა მომატებული. ეს მაჩვენებელი უფრო მეტად გაიზრდება მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტი მაღაზია დაიკეტება. ამ ფონზე, ონლაინ ვაჭრობის გლობალურმა გიგანტმა „ამაზონმა“ გამოაცხადა, რომ ვაჭრობის მოსალოდნელი მომატებისთვის თავის გასართმევად, კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, დამატებით, 100 000 ადამიანს დაასაქმებს.
კორონავირუსის გამო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმისა და მომსახურების ინდუსტრიას მიადგება, რადგან გაუქმდა ფრენები, მატარებლებითა და ავტობუსებით მგზავრობა და იხურება სასტუმროები და რესტორნები.
ეკონომისტი ფაბრიციო პაგანი „ბლუმბერგს“ ეუბნება, რომ მიმდინარე პანდემიაც ისევე დატოვებს კვალს მსოფლიოზე, როგორც ყველა წინა სხვა კრიზისმა დატოვა. მისი თქმით, „1970-ანებში ნავთობის მარაგის შოკმა გამოიწვია ის, რომ მსოფლიომ ენერგიის კონსერვაციასა და ყაირათიანობაზე დაიწყო ფიქრი. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა კი ბანკები აიძულა ახალი, საკმაოდ რადიკალური მარეგულირებელი ჩარჩოები შეექმნათ მსოფლიო საბანკო სექტორში,“ რის გამოც, მსოფლიო ფენანსური სისტემა დღეს უფრო მყარია.
Facebook Forum