ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს კორონავირუსის შედეგად დაზარალებულებისთვის საგადასახადო შეღავათების გაკეთება სურს


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს კონგრესის ლიდერებს ხვდება იმ ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის საშემოსავლო გადასახადების შემცირებაზე სასაუბროდ, რომლებსაც შემოსავალი კორონავირუსის შედეგად მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

“ჩვენ ასევე ვაპირებთ ვისაუბროთ საათობრივ გამომუშავებაზე მომუშავე ადამიანებისთვის დახმარების მიწოდებაზე,” რათა ისინი არ აღმოჩნდნენ სიტუაციაში, როცა ხელფასს ვერ იღებენ, თქვა პრეზიდენტმა. მან ასევე დასძინა, რომ ეს ადამიანები არ უნდა დაზარალდნენ იმის გამო, რაც მათი ბრალი არ არის.

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ამერიკის საფონდო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ვარდნა, ნაწილობრივ კორონავირუსის და ნაწილობრივ ნავთობზე ფასების დრამატულად შემცირების გამო, გრძელდება. ვითარებიდან გამოსავლის მოსანახად პრეზიდენტი ტრამპი ორშაბათს თეთრი სახლის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. ამერიკის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმაშეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება.

“ერთი წლის შემდეგ, ეკონომიკა ძალიან კარგ მდგომარეობაში იქნება,” თქვა მნუჩინმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG