ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში აუცილებლის გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება


საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გავრცელება შეჩერდეს. პრემიერის თქმით, "იწყება შიდა გავრცელების ეტაპი და იძულებულები ვართ, გადავდგათ გამკაცრების შემდგომი ნაბიჯები.

ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებების ქსელისა, უნდა იყოს დახურული იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG