ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ორ კონგრესმენს კორონავირუსი დაუდასტურდა


აშშ-ის კონგრესის ორ წევრს, მარიო დიაზ-ბალართსა და ბენ მაკადამსს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებები თავად კონგრესმენებმა გააკეთეს. ამის შემდეგ, კანონმდებლები, ვისაც ინფიცირებულ კონგრესმენებთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითკარანტინის რეჟიმში გადავიდნენ.

ფლორიდისა და იუტას შტატების წარმომადგენელი კონგრესმენების თქმით, მათ სიმპტომები შაბათს განუვითარდათ, 24 საათზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაში, კორონავირუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

მათი განცხადების შემდეგ, სტივ სკალისმა, რომელიც რიგით მესამეა რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობაში, ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრებამა, დრიუ ფერგიუსონმა და ენ ვაგნერმა განაცხადეს, რომ თვითკარანტინის რეჟიმში გადადიან, რადგან კონტაქტი ჰქონდათ ერთ-ერთ ინფიცირებულ კონგრესმენთან.

58 წლის დიაზ ბალარტი, ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი კონგრესმენი, თვითკარანტინში საკუთარ ვაშინგტონის სახლშია. ის კენჭისყრის შემდეგ, შინ, ფლორიდაში არ დაბურნებულა, რადგან კონგრესმენის წარმომადგენლების განცხადებით, მისი მეუღლეს სამედიცინო პრობლემები აქვს და მაღალი დონის რისკ ჯგუფში შედის.

"მინდა ყველამ იცოდეს, რომ თავს უკეთ ვგრძნობ. მნიშვნელოვანია, რომ ყველანი სერიოზულად მივუდგეთ ამ ვითარებას და მივყვეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, რათა არ დავიფინცირდეთ და ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას," - აცხადებს დიაზ-ბალარტი.

რაც შეეხება 45 წლის მაკადამსს, ის წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრის შემდეგ შინ გაემგზავრა. თვითკარანტინშია და თავს უკეთ არ გრძნობს. მას მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა განუვითარდა, ასევე პრობლემები აქვს სუნთქვასთან.

"სამსაბათს, ჩემმა ექიმმა მირჩია ჩამეტარებინა ტესტი კოვიდ-19 ზე და ტესტის ჩასატარებლად ადგილობრივ კლინიკაში მივედი," - აცადებს მაკადამსი. ის დასძნეს, რომ ადამიანებმა საფრთხე სრიოზულად უნდა აღიქვან და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციები შეასრულონ.

XS
SM
MD
LG