ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში კორონავირუსის საგანგებო სამსახურის თანამშრომლები ყველაზე მაღალ ფაზაზე გადავიდნენ


ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმები და ყველა ის პერსონალი, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს მუშაობენ, მზადყოფნის ყველაზე მაღალ ფაზაზე გადავიდნენ. ყველაზე მაღალი ფაზის გააქტიურების გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო. ამ ზომებით პრეზიდენტი ტრამპი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ცდილობს მაქსიმალური რეაგირების მოხდენას ახალ კორონავირუსზე.

"ჩვენ ავამოქმედებთ თავდაცვის წარმოების აქტს, იმ შემთხვევისთვის თუ ეს დაგვჭირდა," - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. აღნიშნული აქტით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიეცემა საშუალება უფრო სწრაფი წარმოება დაიწყოს სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარის, მათ შორის, სასუნთქი აპარატების და სამედიცინო ნიღბების.

თავდაცვის აქტი ფედერალური კანონია, რომელიც 1950 წელს შემუშავდა, როდესაც ამერიკა კორეის ომში იყო ჩართული. აღნიშნული აქტით ფედერალურ მთავრობას საშუალება ეძლება საჭიროებისამებრ იმოქმედოს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი.

"ჩვენ გვინდა მილიონობით სამედიცინო ნიღაბი. ეს ჩვენ უკვე შევუკვეთეთ," - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.


პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ორი სამხედრო გემი, რომელიც სრულად არის სამედიცინო პერსონალით და საჭირო ტექნიკით აღჭურვილი, კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთვება. ერთი გემი ტრამპის გადაწყვეტილებით კალიფორნიაში ერთი კი ნიუ-იორკში რამდენიმე დღეში ჩავა.

ნიუ-იორკში პირველად ასეთი შემთხვევა 11 სექტემბრის ტერაქტის დროს მოხდა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ხომალდი შტატის სანაპიროებთან დასახმარებლად შევიდა.

მზადყოფნაში არის თავდაცვის დეპარტამენტიც, რომელიც ამზადებს დამატებით საველე საავადმყოფოებს.

ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, რომელიც ასევე არის ხელმძღვანელი კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის, ამბობს, რომ ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს 10 000-ზე ხელოვნური სუნთქვის აპარატი გააჩნია.

რამდენიმე შტატის გუბერნატორი და ქალაქის მერი უკვე საუბრობს, რომ ვირუსის გავრცელებას შტატი ცალკე ვეღარ გაუმკლავდება და დახმარებას ფედერალური ხელისუფლებიდან ითხოვს. ასეთი მდგომარეობაა ნიუ-იორკის შტატში, სადაც უკვე გამოიძახეს დახმარებისთვის პენსიაზე გასული სამედიცინო პერსონალი. სპეციალურ დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ მოაწერა.

პრეზიდენტი ტრამპი კი თვლის, რომ შექმნილმა ვითარებამ მისი სტატუსი მცირედით შეცვალა და ის ახლა "საომარი პერიოდის პრეზიდენტია."

"ჩვენ ვართ ომში უხილავ მტერთან, ჩვენი ერთობით და მოქმედებებით დავამარცხებთ ამ მტერს და გავიმარჯვებთ. მანამდე კი აუცილებელია დავიცვათ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის სამსახურის მოწოდებები. დავიბანოთ ხელი," ამბობს პრეზიდენტი ტრამპი ვიდეომიმართვაში რომელიც რამდენიმე საათის წინ თეთრი სახლის მიერ გავრცელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG