ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩინური ვირუსი,"- ტრამპი ჩინეთს ინფორმაციის დაგვიანებაში ადანაშაულებს


თეთრი სახლი ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელებაში ადანაშაულებს. განცხადება ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრა სიტყვებით "ჩინური ვირუსი" დაიწყო.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის დროს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთს ვირუსის სპეციალურად გავრცელებაში არ ადანაშაულებს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პეკინმა დროულად არ გაავრცელა ინფორმაცია, ახალი კორონავირუსის შესახებ.

"ამაზე არავინ დავობს, რომ ვირუსი სწორედ ჩინეთიდან წამოვიდა. ვირუსის შესახებ ჩინეთს მსოფლიოსთვის უფრო ადრე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია,"- ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკასა და კანადას შორის საზღვარი ჩაიკეტა. ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა შტატები ყველა ქვეყანასთან საზღვრის ჩაკეტვას, პრეზიდენტი ამბობს, რომ არა.

"ჩვენ გვჭირდება ფანჯარა იყოს, ამის აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ. რაც აუცილებელი იქნება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,"- ამბობს ტრამპი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG