ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაკვეთილები, რომელიც კორონავირუსმა გვასწავლა- ინტერვიუ გლობალური ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი შაქარაშვილთან


Კოვიდ-19, ვირუსი, რომელზეც რამდენიმე თვის წინ არაფერი ვიცოდით, უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა გლობალური ჯანდაცვის სფეროსთვის. Ვირუსთან გამკლავება ისეთ ქვეყნებსაც უჭირთ, როგორიცაა ამერიკა და ევროპის ბევრი განვითარებული ქვეყანა. Რატომ ვერ შეხვდა მსოფლიო მზად პანდემიას, რომელმაც უკვე შეიწირა 46,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

Როგორ შეძლო ჩინეთმა ვირუსთან გამკლავება, რა პრობლემები აქვთ ევროპის ქვეყნებს და როგორ უგებს ომს ვირუსს საქართველო. Ამ თემებზე გლობალური ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი შაქარაშვილს მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.

Ბატონო გიორგი, უკვე რამდენიმე თვეა რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მოსახლეობა ახალი და აქამდე უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დადგა. როგორც გლობალური ჯანდაცვის ექსპერტმა, გვითხარით რა კრიტერიუმებით ხდება მიმდინარე მოვლენების შეფასება?

ინფექციური დაავადების ეპიდემიოლოგიური აფეთქების ანალიზის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ოთხ კრიტერიუმზე. ესენია - ეპიდემიის ხანგრძლივობა, ეპიდემიის სიმკვეთრე, ინტერვენციები, რომლებიც ეპიდაფეთქების პერიოდში ტარდება და ამ ინტერვენციების გავლენა ეპიდემიოლოგიური მრუდის ფორმის ცვლილებაზე.

კორონავირუსის კონტექსტში სამ პრიორიტეტულ ინტერვენციას გამოვყოფდი. Ესენია: ეპიდემიის შეკავებისკენ მიმართული ღონისძიებები, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება და ლაბორატორიული დიაგნოსტირება. ეპიდსიტუაციის ანალიზის სწორი მეთოდოლოგია მოითხოვს ამ ინტერვენციების განხილვას ზემოთაღნიშნული ოთხი კრიტერიუმის ჭრილში და ამის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შედარებას.

Ჩინეთისა და იტალიის მაგალითზე, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორ შეაფასებთ სიტუაციას?

ჩინეთში ინფიცირების პირველი შემთხვევის ოფიციალური შეტყობინება გაკეთდა 31 დეკემბერს. საწყისი წერტილიდან მესამე კვირის ბოლოს, რაც ეპიდაფეთქების ადრეულ სტადიად მიიჩნევა, ჩინეთმა განახორციელა კარანტინის უპრეცედენტო ღონისძიებები, რის შედეგადაც ერთის მხრივ მოხდა მრავალმილიონიანი რეგიონების

იტალიის მთავრობამ არა მხოლოდ დააგვიანა კარანტინის შემოღება, არამედ არა-ეფექტურად განახორციელა მისი დიზაინი და განხორციელებაც. ჩინეთთან შედარებით ასევე უფრო ნაკლებ-ეფექტურად განხორციელდა ლაბორატორიული დიაგნოსტირებაც.

სრული ჩაკეტვა გარე სამყაროდან, და მეორეს მხრივ ამ რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობის მკაცრი თვითიზოლირება. ამის პარალელურად განხორციელდა ჰოსპიტალური სექტორის ძალიან ეფექტური მობილიზება, ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ ხდებოდა ახალი საავადმყოფოების არნახული ტემპით მშენებლობა და აღჭურვა. და ბოლოს, ამ პროცესების პარალელურად მიმდინარეობდა ფართმასშტაბიანი, ე.წ. “აგრესიული” მეთოდით ტესტირება. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარტის მესამე კვირას, დაფიქსირდა ინფექციის შიდაგადაცემის აღმოფხვრის პირველი დღე, რასაც მოყვა ახალი შემთხვევების რაოდენობა კლება, და ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში უნდა ველოდოთ შემთხვევათა საერთო რაოდენობის კლებასაც.

შედარებით სხვაგვარად წარიმართა მოვლენები იტალიაში. ერთის მხრივ, ეპიდაფეთქების ადრეულ ეტაპზე, იტალიის მთავრობის მიერ შემოღებული საკარანტინო ღონისძიებები შეუსაბამოდ არასაკმარისი იყო იმ დროისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მრუდისთვის. მეორეს მხრივ, იტალიის მოსახლეობაში თვითდისციპლინის დეფიციტის გამო ვერ მოხერხდა ისედაც არასაკმარისი საკარანტინო ღონისძიებების ეფექტური განხორციელება. იტალიის მთავრობამ არა მხოლოდ დააგვიანა კარანტინის შემოღება, არამედ არა-ეფექტურად განახორციელა მისი დიზაინი და განხორციელებაც. ჩინეთთან შედარებით ასევე უფრო ნაკლებ-ეფექტურად განხორციელდა ლაბორატორიული დიაგნოსტირებაც.

იტალიიისთვის დამატებითი დამამძიმებელი ფაქტორებია მოსახლეობის საშუალო ასაკი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ხანდაზმული მოსახლეობის მაღალი პროპორციული შემცველობა და ინტენსიური სამედიცინო დახმარებისთვის აღჭურვილი საწოლფონდის შედარებით დაბალი ხვედრითი წილი.

შედარებისთვის, კორონას პანდემიამდე გერმანიაში 82 მილიონ მოსახლეზე 29 ათასი ინტენსიური დახმარების, ხელოვნური სუნთქვის აპარატით აღჭურვილი საწოლი იყო, იტალიაში კი 60 მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 12 ათასი. ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობამ იტალიაში გამოიწვია მოვლენათა არასასურველი კასკადი: ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა, შემთხვევათა საერთო რაოდენობის ზრდა, დიაგნოსტირებულად დადასტურებული გამოვლენილი შემთხვევების პროპორციის სიმცირე, მძიმე ფორმით მიმდინარე შემთხვევების პროპორციის ზრდა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვით გამოწვეული სისტემური კრიზისი.

როგორ შეაფასებთ კორონავირუსის მართვის პროცესის ეფექტურობას საქართველოში?

ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი შემფასებელი თვითონ შედეგია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ინციფირებულთა რაოდენობით საქართველოს მხოლოდ ორი ქვეყანა ჩამორჩება. თუმცა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობით ჩვენ ამ ორ ქვეყანას ვუსწრებთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ განსხვავებით ამ ქვეყნებისა, საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან და შვეიცარიასთან, სადაც კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებით მაღალი კერებია.

ჩემი აზრით, არსებულმა ეპიდემიურმა კრიზისმა საქართველოში რამდენიმე დადებითი ფაქტის მომსწრე გაგვხადა. პირველ რიგში, ვგულისხმობ მოსახლეობის მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში დაკავებული პროფესიონალებისადმი ნდობის ხარისხის მატებას.

მეორე გახლავთ ეფექტური ინტერ-სექტორალური კოორდინაცია. ისეთი მიმართულებებიც კი, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში არ უხდებათ ერთმანეთთან თანამშრომლობა - ჯანდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საზღვრის სამსახური, საგარეო ურთიერთობები, ფინანური სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების რგოლები - შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებენ.

ჩემი აზრით, არსებულმა ეპიდემიურმა კრიზისმა საქართველოში რამდენიმე დადებითი ფაქტის მომსწრე გაგვხადა. პირველ რიგში, ვგულისხმობ მოსახლეობის მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში დაკავებული პროფესიონალებისადმი ნდობის ხარისხის მატებას.

მესამე არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო ჰოსპიტალურ სექტორში ინტენსიური დახმარების საწოლფონდის რეზერვის მობილიზაცია.

მეოთხე - საერთაშორისო ბაზრებისადმი ეფექტური წვდომა. იმ პირობებშიც კი როცა მსოფლიოს მასშტაბით იყო ლაბორატორიული ტესტების, პერსონალური დამცავი საშუალებების და სხვა აუცილებელი პროდუქციის დეფიციტი, საქართველოში მათი მოწოდება არ შეფერხებულა.

რა გაკვეთილების სწავლა შეიძლება კორონავირუსის ეპიდემიისგან?

მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც მსურს ყურადღების გამახვილება არის გლობალური ჯანდაცვის ინტეგრირება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შეიცავს ეროვნული ინტერესების 14 პუნქტს, მათ შორისაა - სუვერენიტეტის და ტერიტორიალური მთლიანობის უზრუნველყოფა, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვა, მაგრამ ეროვნული ინტერესების ჩამონათვალში არ ფიგურირებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. კონცეფცია ასევე მიმოიხილავს საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს, რისკებს და გამოწვევებს, სულ 12 პუნქტია, მაგრამ ამ ჩამონათვალშიც არ ფიგურირებს მოსახლეობის ჯანმრთელობა. საყურადღებოა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრთან არსებული მუდმივმოქმედი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი არ არის ჯანდაცვის მინისტრი. ვფიქრობ, 21-ე საუკუნის რეალური გამოწვევებიდან გამომდინარე საჭიროა ჯანდაცვის დარგის უფრო აქტიური წარმოჩენა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში.

საქართველოს ეროვნული ინტერესების ჩამონათვალში არ ფიგურირებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.


სხვათაშორის ეს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზეც აქტიურად განიხილება. გლობალური ჯანდაცვის საერთაშორისო ინსტიტუციონალურ გარემოში დღეს მრავალი მსხვილი ორგანიზაციაა წარმოდგენილი, როგორც საფინანსო, ისე ტექნიკური, რომლებიც კონკრეტულ თემატიკაზე სამუშაოდ შეიქმნა. ამგვარ თემატიკას მიეკუთვნება შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ტროპიკული დაავადებები, იმუნიზაცია და სხვა. მაგრამ, ამჟამად არ არის არც ერთი ინსტიტუციონალური სტრუქტურა რომელიც ექსკლუზიურად გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაზეა კონცენტრირებული.

აქვე ავღნიშნავ ერთი საინტერესო კვლევის შესახებაც, რომელმაც გაანალიზა თუ რამდენადაა ინტეგრირებული ჯანდაცვა საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციაში. ანალიზი მოიცავს ებოლას, MERS და SARS ეპიდაფეთქებების მიმოხილვას. შესწავლილი იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 400-მდე რეპორტი, რომლებიც გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ანალიზს აკეთებდნენ. აღმოჩნდა, რომ ეპიდაფეთქებების შემდგომი ორი წლის განმავლობაში მომზადებული რეპორტების 63% მიიჩნევდა ჯანდაცვას, როგორც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ანალიზის ერთ-ერთ ფაქტორს.

ეს იმის მანიშნებელია, რომ ჯანდაცვის როლი გლობალურ ეკონომიკურ უსაფრთხოებაში მხოლოდ კრიზისულ პერიოდში ხდება ანგარიშგასაწევი, სხვა შემთხვევაში კი გლობალური ეკონომიკური პროგნოზები ჯანდაცვის კომპონენტის გარეშე კეთდება.

Ბატონო გიორგი, გლობალური ჯანდაცვის, როგორც დარგის მნიშვნელობაზეც გვესაუბრეთ. Როგორ ფიქრობთ დაგვანახა თუ არა ამ პანდემიამ, რომ მეტი სპეციალისტი და მეტი ცოდნა გვჭირდება ამ სფეროში?

გლობალური ჯანდაცვა შედარებით ახალი დარგია, რომელიც როგორც აკადემიური დისციპლინა 1990-იანი წლების ბოლოდან იღებს სათავეს. გლობალური ჯანდაცვა სწავლობს და არეგულირებს გლობალიზაციის პროცესების მიერ გამოწვეულ ჯანმრთელობისთვის საზიანო იმ რისკ-ფაქტორებს, რომლებიც არ სცნობენ სახელმწიფოთა პოლიტიკურ საზღვრებს.

ყველა ქვეყანა, ერთნაირად მოწყვლადია ამგვარი რისკ-ფაქტორების მიმართ. ინფექციური დაავადების პანდემია მხოლოდ ერთი მაგალითია. გლობალური ჯანდაცვის სხვა რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნებათ გარემოს დაბინძურება, მათ შორის რადიაქტიური დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ანტიმიკრობული რეზისტენობა, ჯანდაცვის მუშახელის არა-რეგულირებული გლობალური მიგრაცია, ლტოლვილთა დიდი მასების გადაადგილება, ჰუმანიტარული კატასტროფები და სხვა.

გლობალური ჯანდაცვის ღონისძიებების გატარებას აუცილებლად სჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობა. ამისთვის კი აუცილებელია რომ ყველა ქვეყანას ჰყავდეს ამ დარგში მაღალკომპეტენტური პროფესიონალების საკმარისი რაოდენობა. სწორედ ამის გამო, დასავლეთის ქვეყნების თითქმის ყველა უნივერსიტეტში გლობალური ჯანდაცვა ისწავლება როგორც ცალკე პროფესია.ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ საქართველოში გლობალური ჯანდაცვის როგორც აკადემიური დისციპლინის განვითარებაზე. ვფიქრობ საქართველოს რეალურად შეუძლია დაიკავოს გლობალური ჯანდაცვის დარგში რეგიონალური აკადემიური ჰაბის პოზიცია. ამისთვის საჭიროა ქართული უნივერსიტეტების ძალისხმევა რეგიონალური სამაგისტრო პროგრამის გასანვითარებლად. ჩვენ გვაქვს ამ საკითხზე დიალოგი რამდენიმე უნივერსიტეტთან და იმედი მაქვს ამ მიმართულებითაც შესაძლებელი იქნება ერთობლივი მუშაობის წარმართვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG