ამერიკის შეერთებული შტატებში, ახალი კორონავირუსით 20 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მსოფლიო რუკაზე გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით პირველ ადგილზე გადავიდა.
დაინფიცირებულთა დადასტურებულმა შემთხვევებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარმილიონს გადააჭარბა.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა აღემატება იტალიის, ესპანეთის და საფრანგეთის საერთო მონაცემს.
ოფიციალური მონაცემებით, ამერიკაში ყველაზე მეტი გარდაცვლილია ქალაქ ნიუ-იორკში - 6 267 ადამიანი. პანდემიით, ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატად სწორედ ნიუ-იორკი ითვლება.
აშშ-ში, ამ დროისთვის, ტესტირება დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. მათგან კოვიდ-19 ნახევარ მილიონს დაუდასტურდა. ინფიცირებულთაგან, საავადმყოფოში 83 000-მდე ადამია მოთავსებული.
Facebook Forum