ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფიცირების ახალი 99 დადასტურებული შემთხვევა ერთ დღეში - კორონავირუსი ჩინეთში


ჩინეთის ჯანდაცვის უწყებების ოფიციალური წარმომადგენლები, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიის ახალი ტალღაა მოსალოდნელი. როგორც ჩანს, სპეციალისტების ვარაუდს ინფიცირების დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა ამართლებს.

გასულ 24 საათში, 11 აპრილს, ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი, 99 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი, 10 აპრილს დაფიქსირებულ შემთხვევებზე ორჯერ მეტია, მიმდინარე თვეში კი რეკორდული ნიშნული.

ოფიციალური ინფორმაციით, 99 შემთხვევიდან, ლოკალური ინფიცირება მხოლოდ 2 პაციენტის შემთხვევაში დაფიქსირდა. ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირება საერთაშორისო მოგზაურობის ისტორიის მქონე პაციენტებში გამოვლინდა.

ე.წ. იმპორტირებული შემთხვევების ნახევარზე მეტი შემთხვევა ჩინეთის კომერციულ ჰაბში, ქალაქ შანჰაიში დაფიქსირდა. ქალაქი, 52 ახალი ინფიცირებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ჯანდაცვის ადგილობრივი კომისიის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 51, ჩინეთში რუსეთიდან ჩაფრინდა ერთი კი კანადიდან.

რუსეთიდან შესული ინფიცირებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში, ინფიცირების 82 052 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

XS
SM
MD
LG