ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ინფორმაციის ადრეულ პერიოდში გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას"-საუთჰემპტონის უნივერსიტეტი


რატომ ვერ შეიტყო მსოფლიომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ გაცილებით ადრე? ამ საკითხზე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მსჯელობს და მიმდინარეობს კვლევა. სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ თუ მსოფლიო ვირუსის შესახებ გაცილებით ადრე შეიტყობდა, COVID-19-ის გავრცელების მასშტაბები გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, ვირუსის გავრცელების ექფექტური შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე იქნებდა ხელმისაწვდომი.

"უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ მსოფლიო ვირუსის შესახებ ინფორმაციას ერთი, ორი ან სამი კვირით ადრე შეიტყობდა, შესაძლებელი იქნებოდა დაინფიცირების მაჩვენებლის 66, 86 ან სულაც 95%-ით შემცირება. ინფორმაციის ადრეულ პერიოდში გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას. იმ შემთხვევაში თუ ვირუსის შესახებ ინფორმაცია დაგვიანდებოდა ერთი, ორი ან სამი კვირის განმავლობაში, დღეს მონაცემები 3-ჯერ, 7-ჯერ ან 18-ჯერ მეტი იქნებოდა,"- წერია კვლევაში, რომელსაც ბრიტანული საუთჰემპტონის უნივერსიტეტი ვებგვერდზე ავრცელებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 2 მილიონამდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 100 000 გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია - ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 500 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

161 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა ესპანეთში, იტალიაში კი 147 577. საფრანგეთში, ამ დროისთვის, 125 931 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გერმიანიაში კი 122 855.

ამ დრომდე, ახალი კორონავირუსის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს ჩრდილოეთ კორეიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, ვანუატუდან, სამოადან, კირიბატადან, ნაურუდან და კიდევ 20-მდე სხვა ქვეყანიდან.

რაც შეეხება ჩინეთს, ადგილობრივი სპეციალისტები ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში პანდემიის მეორე ტალღას ელოდებიან. ჩინეთი ამ დროისთვის 83 014 დადასტურებული შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG