ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 50 000 -ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1000-ს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
შექმნილი ვითარებასთან გასამკლავებლად, თურქეთმა 48 საათის განმავლობაში, 30-ზე მეტ ქალაქში კომენდატის საათი გამოაცხადა. ამ ზომებით თურქეთი ვირუსის გავრცელების შეჩერებას ცდილობს. უკვე რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასაკოვან ადამიანებს ქუჩაშიგადაადგილება აკრძალული აქვთ. ბრძანება ეხება არასრულწლოვნებსაც.
კომენდატის საათი მოქმედებს სტამბოლსა და ანკარაშიც. ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ მოსახლეობის ნაწილი პანიკამ მოიცვა, რისგამოც მაღაზიებთან რიგები დადგა.
Facebook Forum