ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ქვეყნებში, ხანდაზმულები იზოლაციაში შესაძლოა წლის ბოლომდე დარჩნენ


კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ხანდაზმულები იზოლაციაში, შესაძლოა წლის ბოლომდე დარჩნენ. ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

„ვიცი, რომ ეს ძნელია და იზოლაცია ტვირთია, მაგრამ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და დავიცვათ დისციპლინა. ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ, უფრო ადრე ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით, ვიდრე ხანდაზმულები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონენი. ვაქცინის შშექმნამდე, ხანდაზმულებთან კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა მოგვიწევს“ - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად შექიმნება.

XS
SM
MD
LG