ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთსა და ჩინეთს შორის საზღვარი კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შიშს აჩენს


ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში რუსეთთან სასაზღვრო რეგიონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ფრონტად იქცა. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, ახალი დაინფიცირების შემთხვევების რეგიონში რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობა აცხადხებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსი ძირითადად გარედან შემოდის და ადგილობრივი გადადების შემთხვევები თითქმის აღარ არის. თუმცა, დაინფიცირების შემთხვევების ხელახალი გაზრდა ჩინეთში კოვიდ-19-ის ხელახალი აფეთქების შიშებს აჩენს.

ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, კვირას ქვეყანაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კი, ასევე ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით, 5 მარტის შემდევ ყველაზე მაღალი მონაცემია.

იმპორტირებული შემთხვევა 98 იყო და მათი ნახევარი ის ჩინელები იყვნენ, რომლებიც სამშობლოში რუსეთიდან, კერძოდ კი ვლადივოსტოკიდან დაბრუნდნენ.

რუსეთსა და ჩინეთს შორის საზღვარი დაკეტილია. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG