ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანმა ტრამპს მიულოცა და თურქეთში მიიწვია


ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა დონალდ ტრამპი თურქეთში მიიწვია. შედგება თუ არა ვიზიტი ამ დროისთვის უცნობია. თურქეთში ბუდაპეშტიდან დაბრუნებულმა ერდოღანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედი აქვს, რომ ტრამპი მის მიწვევას დათანხმდება. მას მიაჩნია, რომ ანკარაში ტრამპის შესაძლო ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს გააძლიერებს.

„ჩვენ გულწრფელი საუბარი გვქონდა ბატონ ტრამპთან, როდესაც ის იმყოფებოდა ოჯახურ ვახშამზე,“- თქვა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ ტრამპმა „ძალიან კარგად ისაუბრა თურქეთთან მომავალ ურთიერთობებთან მიმართებაში .ის მოვიწვიეთ ჩვენს ქვეყანაში, იმედია ამ მოწვევას მიიღებს“,- თქვა ერდოღანმა.

ანკარასა და ვაშინგტონს შორის, სულ მცირე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობებია. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ოთხი წლის განმავლობაში არცერთხელ არ ჩასულა, ვაშინგტონში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი კი, რომელიც წლის დასაწყისში უნდა შემდგარიყო გაუქმდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და ერდოღანს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ, იყო საკითხი, სადაც მათი პოზიციები 2017-2021 წელებში არ ემთხვეობა. საკითხი კი სირიაში ქურთ მებრძოლებს უკავშირდებოდა. ახლა ანკარა იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG