ოთხშაბათს უკრაინის სამხედრო უწყებამ გამოაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ ღამის განმავლოაში გაშვებული 63 დრონიდან 38 ჩამოაგდო.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონებს გზა გადაუჭრეს ჩერკასის, ჩერნიჰივის, კიროვოჰრადის, კიევის, მიკოლაივის, ოდესის, სმის, ჟიტომირის და ზაპოროჟიის რეგიონებში.
მიკოლაივის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ რუსულმა თავდასხმამ დააზიანა ენერგო ინფრასტრუქტურა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონის თავზე ორი და ორიოლის თავზე ერთი უკრაინული დრონი გაანადგურა.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გაანცხადეს, რომ ზიანზე ან მსხვერპლზე ცნობები არ გავრცელებულა.
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი ქვეყნის ძალებს ჰქონდა ბრძოლა ჩრდილოეთ კორეის ჯართან, რომელიც რუსეთში მიავლინეს, რათა მას უკრაინასთან ომში დაეხმაროს.
„ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებთან პირველი ბრძოლები, მსოფლიოში არასტაბილურობის ახალ ფურცელს შლის“, განაცხადა ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში. ეს მისი მხრიდან, ორ სამხედრო ძალას შორის დაპირისპირების პირველი ოფიციალური აღიარება იყო.
ჩრდილოეთ კორეის ძალების გამოჩენა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმაც დაადასტურა. სამხრეთ კორეის საზოგადოებრივ მაუწყებელ KBS-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ უკრაინული და ჩრდილოეთ კორეული ძალები ერთმანეთს „მცირე მასშტაბის“ ბრძოლაში დაუპირისპირდნენ.
„ჩრდილოეთ კორეის პირველი სამხედრო დანაყოფები კურსკის რეგიონში საარტილერიო ცეცხლით უკვე დაიბომბა“, განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის საწინააღმდეგო დანაყოფის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ.
სამშაბათს, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ მოახდინა ამერიკელი ოფიციალური პირის ციტირება, რომელმაც თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების „მნიშვნელოვანი რიცხვი“ დაიღუპა, თუმცა ნათელი არ იყო, თუ ბრძოლა სად მოხდა.