სამშაბათს დიდი შვიდეულის საგარეო მინისტრებმა, სამ საკვანძო მოკავშირესთან ერთად, შეშფოთება გამოხატეს რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების განთავსებისა და უკრაინასთან ომში მათი შესაძლო გამოყენების შესახებ.
"ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ, გარდა რუსეთის სასოწრაკვეთისა, შეძლოს დანაკარგების კომპენსირება, კონფლიქტის სახიფათო გაფართოებას მოასწავებს" - ვკითხულობთ მინისტრების განცხადებაში.
G7-ის ქვეყნების, შეერთებული შტატების, იაპონიის, იტალიის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და კანადის გარდა, განცხადებას შეუერთდნენ სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ახალი ზელანდია.
მინისტრებმა "უკიდურესად მკაცრად" დაგმეს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების "უკანონო შესყიდვა".
მათ ღრმა შეშფოთება გამოხატეს ჩრდილოეთ კორეისთვის ბალისტიკური ან ბირთვული ტექნოლოგიების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშავებენ "ამ ახალ გარემოებებზე კოორდინირებული რეაგირებისთვის".