სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთში ჩრდილოეთ კორეიდან 12 000 სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა, მათ შორის ნაწილი სპეციალური მომზადების სამხედრო მოსამსახურეებიც არიან. სეულში ფიქრობენ, რომ ეს „სერიოზულ საფრთხეს“ წარმოადგენს.
“არსებული ვითარება, როდესაც რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მჭირდრო კავშირები სცილდება სამხედრო მარაგების გაცვლას, [და საუბარია] ჯარების რეალურ გაცვლაზე, არის უსაფრთხოების სერიოზული მუქარა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის”,- წერია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლმას წერილში, რომელიც მანამდე დაზვერვის სამსახურებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს პირადად ესაუბრა და საკითხზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ კორეა უკვე მეორედ საუბრობს. პირველად სეულის მიერ გავრცელებული მსგავსი განცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ.
18 ოქტომბერს, ამჯერად სეულს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზნებით მოხდა, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის - ნატოს გენერალური დირექტორი მარკ რუტე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნატოს ამ საკითხზე მტკიცებულებები არ გააჩნია. ინფორმაციას ჩრილოეთ კორეიდან რუსეთში სამხედროების გაგზავნის შესახებ უარყოფენ კრემლშიც.
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო კავშირები გასულ წელს გაფართოვდა, 2024 წლის ივნისში კი ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მოეწერა ხელი. უკრაინის დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს იღებს, სანაცვლოდ კი ჩრდილოეთ კორეაში რუსეთი საკვებ პროდუქტებს გზავნის.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სულ მცირე 16 500 კონტეინერი გააგზავნა, რომელიც სრულად სამხედრო აღჭურვილობით იყო დატვირთული. ამ ინფორმაციას კრემლი და ფხენიანი კატეგორიუად უარყოფენ.
Facebook Forum