ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიამ ალბანეთში მიგრანტთა პირველი ჯგუფი გადაიყვანა


ალბანეთში იტალიიდან მიგრანტების გადამყვანი პირველი გემი ჩავიდა. ეს ევროკავშირის მიერ მიგრანტთა მის საზღვრებს გარეთ გაყვანის გეგმის პირველი ნაწილი და პირველი ასეთი რეისია.

იტალიამ ალბანეთში მიგრანტთა მიმღები ორი ცენტრი ააშენა. ეს პროგრამა ბევრი კრიტიკის სამიზნე გახდა, მისი მიზანი იტალიაში უკანონო ჩამსვლელთა შეკავებაა. იტალიას უფლებადამცველები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე მიგრანტთა უფლებებს ზრუდავს.

იტალიის საზღვაო ძალების გემი "ლიბრა" ალბანეთში შენგინის პორტშია გაჩერებული. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ 16 მიგრანტი გემიდან იმ ახალ ცენტრში გადაიყვანეს, რომელიც ცოტა ხნის წინ აშენდა. მასზე იტალიისა და ევროკავშირის დროშებია აღმართული.

ევროპაში მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გამწვავების პარალელურად რამდენიმე ქვეყანამ პოლიტიკა გაამკაცრა, მათ შორის პოლონეთმა და გერმანიამ. დიდი ბრიტანეთის წინა მთავრობას თავშესაფრის მაძიებელთა რუანდაში გადაყვანა სურდა. თუმცა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ეს გეგმა გააუქმა.

იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ევროპის დანარჩენ ქვეყნებს ამ სქემით მაგალითს უჩვენებს.

XS
SM
MD
LG