ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალია უკრაინას ოდესის ფერისცვალების ტაძრის აღდგენაში დაეხმარება


ოდესის საკათედრო ტაძარი, სხვანაირად ოდესის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც ზაფხულში რუსეთის დაბომბვების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა, იტალიისა და უკრაინის ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით აღდება. პროცესში ჩართული იქნება იუნესკოც.

უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კიევი 500 მილიონ ევროს მიიღებს ტაძრის რესტავრაციისთვის. დოკუმენტს ხელს იტალიის და იუნესკოს წარმომადგენლები აწერენ.

„იტალია ერთგულია უკრაინის აღდგენის პროცესის მიმართ”-ამბობს ელჩი პიერ სპასო-პრეობრაჟენსკი და განმარტავს, რომ იტალიას გააჩნია რესტავრაციის უდიდესი გამოცდილება.

ტაძრის აღდგენის პროცესში ჩართულობის შესახებ პირველი განცხადება, თავდაპირველად იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გააკეთა. მელონი უკრაინის დიდი მხარდამჭერია, მან გასული წლის აპრილში უმასპინძლა სამიტსაც, სადაც უკრაინის აღდგენაზე იყო საუბარი.

ოდესის ფერისცვალების ტაძარი მართლმადიდებლურია და როგორც უკრაინის ხელისუფლება განმარტავს, ტაძარი 2023 წლის ივლისში, ოდესის სამხრეთ პორტზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს დაზიანდა. რუსეთი ამ დრომდე უარყოფს ტაძარზე თავდასხმას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG