ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პაკისტანში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა


პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბალუჩისტანის რეგიონში საარჩევნო კანდიდატების ოფისებთან მოწყობილ ორ აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. თავდასხმები პაკისტანში დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების წინა დღეს მოხდა.

პაკისტანში 8 თებერვალს არჩევნებია დანიშნული. წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში შეარაღებული დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა.

დაძაბულობას აღრმავებს ისიც, რომ იმრან ხანი, რომელმაც ბოლო ეროვნულ არჩევნებში გაიმარჯვა, დაპატიმრებულია. მიმომხილველები აცხადებენ, რომ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი და საარჩევნო დაპირისპირებები ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს და პროცესებს საერთაშორისო საზოგადოებაც ყურადღებით აკვირდება.

XS
SM
MD
LG