ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ განცხადება გამოაქვეყნა


16 ოქტომბერს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონმა, უფროსმა წევრმა სტივ კოენმა, კომისარმა რიჩარდ ჰადსონმა, კომისარმა მარკ ვისიმ და აღმასრულებელი შტოს კომისარმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში დაფნა რენდმა, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ განცხადება გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ გასულ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ხალხმა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულების დემონსტრირება მოახდინა. ამიტომაც კომისიის განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას საკუთარი ლიდერები დემოკრატიულად აირჩიოს და საქართველოს მთავრობამ თავის ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლები თვალყურს ადევნებენ, პოლიტიკური ოპოზიცის დაშვებით, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. “მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის მყარ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს,”-აღნიშნულია განცხადებაში.

სექტემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობის რიგ ოფიციალურ პირებზე და სხვებზე, რომლებმაც საქართველოს დემოკრატიას და ქართველი ხალხის ადამიანის უფლებებს ძირი გამოუთხარეს, სანქციების შესახებ გამოაცხადა. “მაისში, წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის ჰელსინკის კომისის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა „მეგობარი აქტი“, ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი ნორმების განმტკიცებისთვისაა შექმნილი, და კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, კერძოდ რუსეთის გავლენას. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კანონპროექტი ორპარტიულ საფუძველზე მიიღო და ახლა წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებას ელოდება”-აღნიშნულია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG