ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, რომ წევრი ქვეყნების საზღვრების ფრთხილი და ეტაპობრივი გახსნა დაიწყოს, რათა სრულად არ ჩავარდეს ზაფხულის ტურისტული სეზონი.
ევროკავშირის აღმასრულებელ კომისიაში თვლიან, რომ თავდაპირველად საზღვრები ქვეყნებში ევროპელებისთვის უნდა გაიხსნას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღება უფრო გვიან მოხდეს. თუმცა კომისიაში ამბობენ, რომ საზღვრების გახსნის პარალელურად მოგზაურებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები, ატარონ ნიღბები და დაიცვან დისტანცია.
საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ევროპა ივნისის ბოლოდან ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს, თუმცა ამის დეტალური და ერთიანი გეგმა ჯერ არ არსებობს. ყველა ქვეყენას თავის შეხედულება აქვს ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირში ფიქრობენ, რომ 15 ივნისამდე ევროპამ საერთაშორისო ვიზიტორები არ უნდა მიიღონ.
ივლისიდან ტურისტების მიღებას გეგმავს საბერძნეთი და ესპანეთი, თუმცა დეტალური ინფორმაცია გეგმის შესახებ ამ დრომდე არ არსებობს. ევროპამ საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა.
Facebook Forum