ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი დონალდ ტრამპისგან დისტანციას იცავს


თეთრი სახლი ადასტურებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპისგან დისტანციას იცავს.

"ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დისტანცირდეს", განმარტა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კაილი მკენანიმ. მიზეზი მაიკ პენსის პერს-მდივნის, კეტი მილერის ანალიზის პასუხია, რომლის თანახმადაც, მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.

პენსის არყოფნა შესამჩნევი იყო ორშაბათს, თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზეც, სადაც პრეზიდენტი ტრამპი ქვეყანაში ტესტირების მაღალ რიცხვებზე საუბრობდა. სამშაბათის ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა მაკენანიმ ასევე გაიმეორა და დაადასტურა, რომ ამ კვირის ბოლოსთვის შეერთებულ შტატებში უკვე 10 მილიონამდე ადამიანი იქნება კოვიდ-19-ზე შემოწმებული. მისი თქმით, ამჟამად ტესტირების კუთხით ამერიკის თითოეულ შტატში სამხრეთ კორეაზე უკეთესი შედეგებია, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა 29 შტატში იმაზე მაღალია, ვიდრე მთელ სამხრეთ კორეში. 52 მილიონიან აზიურ სახელმწიფოში ახალი კორონავირუსით 300 000-ზე ნაკლები ადამიანის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 328 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვირუსით მსოფლიოში ყველა ქვეყანაზე მეტი - 81 000 -ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG