ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პესკოვი კორონავირუსის ინფექციას საავადმყოფოში მკურნალობს


რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერ დმიტრი პესკოვს და მის მეუღლეს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. ისინი მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.

ეს ინფორმაცია თავად პესკოვმა 12 მაისს დაადასტურა. ის კიდევ ერთი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მკურნალობას გადიან: პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა და მშენებლობის მინისტრი ვლადიმირ იაკუშევი.

ბოლოს, დმიტრი პესკოვი საჯაროდ 30 აპრილს გამოჩნდა. სწორედ ამ დღეს მიშუსტინმა აღიარა, რომ კოვიდ-19 მასაც ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG