ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენ მზად ვართ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებისთვის",- ენტონი ბლინკენი 


სამხრეთ კორეაში გამართული შეხვედრებისა და დისკუსიის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ შტატები მზად არის მოხდეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება. ენტონი ბლინკენის ამ განცხადებას წინ იაპონიასა და სამხრეთ კორეაში არაერთი შეხვედრა უძღოდა. სეულში გამართული შეხვედრების დროს მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეები იყო. შეხვედრებს ამერიკული მხარიდან ენტონი ბლინკენთანერთად ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც ესწრებოდა.

შეხვედრების პარალელურად შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეის განიარაღება უნდა მოხდეს.

"ჩვენ მზად ვართ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებისთვის. უნდა შევამციროთ ჩარდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხე, რომელიც პრობლემებს უქმნის ამერიკის მოკავშირეებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. უნდა გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში, რომლებიც სისტემური ძალადობის მსხვერპლნი არიან",- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პუტინი მკვლელია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:28 0:00

სეულში ამ დროისთვის 28 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, სამხრეთ კორეასა და ამერიკას შორის შეთანხმება შედგა, ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით და განხილული იყო სპეციალური ხარჯების საკითხიც. ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ "ამერიკა რჩება რკინის ფარად"

"შეერთებული შტატები სრულად ემსახურება სამხრეთ კორეის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის შესაძლებლობების სრულ სპექტრს, ჩვენ ვიქნებით ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი მომდინარე საფრთხის",- ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

სამხრეთ კორეაში ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და ლოიდ ოსტინის ვიზიტი ქვეყანაში "გადამწყვეტი მომენტია" მოკავშირეებს შორის ურთიერთობებისთვის.

ლოიდ ოსტინი და ენტონი ბლინკენი ამ კვირაში აზიაში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავენ. მათ უკვე გამართეს შეხვედრები იაპონიაში და სამხრეთ კორეაში. რამდენიმე საათში შეხვედრა ალასკაზე გაიმართება ამერიკისა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორისაც.

იაპონიაში ყოფნის დროს, ენტონი ბლინკენმა ჩინეთი გააფრთხილა და მოუწოდა დაემორჩილოს საერთაშორისო წესრიგს. აგრესიის ან ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში კი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა ჩინეთს პასუხს გასცემს.

სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნის ვიზიტს ჩრდილოეთ კორეაში უკვე გამოეხმაურნენ. კიმ ჩენ უნის და ვაშინგტონს ემუქრება.

"ვსარგებლობთ მომენტით და ვაფრთხილებთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომ გაფანტოს დენთის სუნი ჩვენს მიწაზე იმ შემთხვევისთვის, თუ ვაშინგტონს სურს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად ეძინოს,"- ამბობს კიმ ე ჩენი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მმართველის დაა და დიდი გავლენით სარგებლობს.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეას ამ დრომდე მოსახლეობისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG