ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი გამოიძახა


მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი "მკვლელად" მოიხსენია და თქვა, რომ მას "სული არ აქვს", რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გამოიძახა. კრემლმა ანატოლი ანტონოვის მოსკოვში გამოძახების შესახებ განცხადება წერილობით გაავრცელა.

"რუსეთის ელჩი ვაშინგტონში, ანატოლი ანტონოვი, მოსკოვში არის მოწვეული კონსულტაციებზე. რათა გაანალიზდეს, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან,"- წერია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პუტინი მკვლელია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:28 0:00

რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი მას შემდეგ გამოიძახა, რაც ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინის შესახებ ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუს ფარგლებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პასუხს აგებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევის პირდაპირი ხელმძღვანელობისთვის. ბაიდენის თქმით, საპასუხო ნაბიჯები მალე გამოცხადდება.

„ის საფასურს გადაიხდის“, უთხრა ბაიდენმა ტელეკომპანია ABC-ს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, პრეზიდენტმა უპასუხა „მალე ნახავთ“.

პრეზიდენტის კომენტარს წინ უძღოდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ ანგარიშის გამოქვეყნება. შეერთებული შტატების დაზვერვის დასკვნებით გამყარდა ბრალდება, რომ პუტინი პირდაპირ იდგა მოსკოვის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის ძალისხმევის უკან. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.

ამ განცხადებასთან ერთად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ „არის მიმართულებები, სადაც ერთობლივი მუშაობა ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“. ამ მიმართულებაში პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება „ახალი სტარტი“ დაასახელა.

„მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ“, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა და დასძინა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უცხოელ ლიდერებთან ურთიერთობისთვის იყო საჭირო მის გამოცდილებაში... უბრალოდ ისაა, იცნობდე მეორე ადამიანს“.

პრეზიდენტ პუტინზე ბაიდენმა თქვა, რომ არ ჰგონია, რომ რუსეთის ლიდერს სული აქვს. შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ პუტინი მკვლელია, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა „დიახ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG