ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის,“- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი


„დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის,“- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „დაბრუნდა“. ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკას აქვს ძალა და უნარი ხელი შეუწყოს მსოფლიოში დემოკრატიული პორცესების გაუმჯობესებას.

„ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მაგალითს და ძალას და მოვუწოდებთ სხვებს ძირითადი რეფორმების განხორციელებისას გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და უსამართლობას,“- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. აქვე, ამერიკის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ გეგმავს სამხედრო გზით გაავრცელოს დემოკრატიული ღირებულებები ავტორიტატულ რეჟიმებში.

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა ღირსეულად იბრუნებს იმ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის. მისი თქმით, ამერიკას აქვს უნიკალური ძალა გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად.

„ამერიკის ხელმძღვანელობას და ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს მეგობრებს უხარიათ, რომ ჩვენ დავბრუნდით, რადგან ამერიკას უნიკალური ძალა აქვს გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად. პრობლემების, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ გადაწყვეტს. სამყარო თავის თავის ორგანიზებას თავად ვერ შეძლებს. როცა ჩვენ (ამერიკელები) უკან ვიხევთ ორიდან ერთი ხდება ხოლმე:

პირველი, სხვა ქვეყანა ცდილობს ჩვენი ადგილის დაკავებას, მაგრამ არა ისე, რომ ის ჩვენ ინტერესებს და ღირებულებებს იზიარებდეს.

მეორე, ისეთივე ცუდია, როცა არავინ დგამს ნაბიჯს, რის გამოც ჩვენ ვიღებთ ქაოსს და საშიშ ვითარებას. რაც არ არის კარგი ამერიკისთვის“- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

"დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის,"- ენტონი ბლინკენი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:26 0:00

ამერიკის პირველი დიპლომატი ფიქრობს, რომ ახლა მსოფლიოს სჭირდება ქვეყნების ერთობა, რათა მოხდეს არსებული გამოწვევებთან და პრობლემებთან გამკლავება. მეტიც, ის ფიქრობს, რომ არსებულ გამოწვევებს ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება.

„ჩვენ ახლა გვჭირდება ქვეყნები თანამშრომლობისთვის, ისე როგორც არასდროს. გლობალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს წინაშეა ვერცეთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, მათ შორის ვერც ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩვენი დიპლომატიის სიძლიერე, ნაწილობრივ დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების სიძლიერეზე,“- ამბობს ენტონი ბლინკენი.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადებები პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან ამერიკის საგარეო გეგმის 8 პუნქტი წარადგინა. დოკუმენტი რომელიც ენტონი ბლინკენმა წარადგინა „საგარეო პოლიტიკა, ამერიკელი ხალხისთვის“ სათაურდება.

დოკუმენტის პირველი თავი პანდემია კოვიდ19-ს ეხება. ამერიკის შეერთებული შტატების გეგმაა, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ პანდემიიდან დროული გამოსვლა მოხდეს. მთავარი როლი ამ პროცესში კი მთავრობას, მეცნიერებს ბიზნესმენებს დაეთმობათ. გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს, გლობალური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სწორი ინვესტიციებისა და ნაბიჯების განხორციელება, რათა მსოფლიო უფრო მომზადებული იყოს ასეთი შემთხვევებისთვის.

მომდევნო თავში გლობალურ ეკონომიკაზეა საუბარი. სადაც სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააჯანსაღებს გლობალურ ეკონომიკას, რაც სარგებელს მოუტანს ამერიკელ სალხს.

ენტონი ბლინკენმა ჩინეთის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სისტემას, წესებსა და ღირებულებებს, რომელიც ამერიკისათვის და დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია, ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური ძალა, რომელიც სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს სტაბილურ და ღია საერთაშორისო სიტემას, ყველა წესს, ღირებულაბას და ურთიერთობას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სადაც ჩვენ უკან დავიხიეთ, ის ადგილი ჩინეთმა დაიკავა და ის ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და გავაღრმავოთ კავშირები პარტნიორებთან,“- ამბობს ენტონი ბლინკენი.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი აქვე აღნიშნავს, რომ ამერიკა ჩინეთთან საჭიროებისამებრ იქნება კონკურენციაშიც, და საჭიროებისამებრ, კრიტიკულიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG