ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკა დაბრუნდა" - ჯო ბაიდენის პირველი გზავნილი დიდ შვიდეულს


პარასკევს, პრეზიდენტმა ბაიდენმა, კიდევ ერთხელ, მკვეთრი ხაზი გაავლო მასსა და მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკას შორის. ბაიდენი აცხადებს, რომ შეაჩერებს ტრანზაქციულ დიპლომატიას და მხარს დაუჭერს დემოკრატიის ავტორიტარიზმზე გამარჯვებას.

დემოკრატმა პრეზიდენტმა, რომელმაც ფიცი ერთი თვის წინ დადო, გლობალურ სცენაზე თავისი პირველი წარმოდგენა გამოიყენა იმისთვის, ამერიკა კვლავ წარმოეჩინა მრავალმხრივ გუნდურ მოთამაშედ. ეს მოხდა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, ოთხი წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის შემდეგ - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა.“

ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპის ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკისგან, რადიკალური განსხვავება აჩვენა. პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა, რაც გლობალური შეთანხმებების გაწყვეტასა და თავდაცვითი დახმარების შეწყვეტას გულისხმობდა, თუ მის ხაზს არ გაითვალისწინებდნენ, მოკავშირეების აღშფოთებას იწვევდა.

„ჩვენი პარტნიორობა წლების განმავლობაშო გაგრძელდა და გაღრმავდა, რადგან ის საერთო დემოკრატიული პრინციპების სიმდიდრეს ემყარება. ჩვენი პარტნიორობა არ არის ტრანზაქციული. ის დაფუძნებულია მომავლის ხედვაზე, სადაც ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ვიცი, ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ტრანსატლანტიკური უთიერთობები დაძაბულობამ გამოსცადა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ აქვს განსაზღვრული ევროპასთან ხელახლი ჩართულობა და თანამშრომლობა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ბაიდენმა აშშ-ის მოკავშირეებს განუცხადა, რომ ისინი მტკიცედ უნდა აღუდგნენ ჩინეთისგან რუსეთისგან და ირანისგან მომავალ გამოწვევებს. რადგან, მისი თქმით, რუსეთი ტრანსატლანტიკური კავშირების შესუსტებას ცდილობდა, ჩინეთი კი შეურაცხმყოფელ ეკონომიკურ პრაქტიკას ატარებდა.

ბაიდენი ევროპაში ვირტუალური „ვიზიტით“, საგანგებო საჩუქრით „ჩავიდა“ - მან პირობა დადო, რომ გლობალური ვაქცინაციის ძალისხმევის დასახმარებლად, აშშ $4 მილიარდს გამოჰყოფს. ასევე, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნება, თითქმის $2 ტრილიონის დახარჯვის პერსპექტივას ქმნის, რამაც როგორც აშშ-ის, ასევე გლობალურ ეკონომიკას ხელი უნდა შეუწყოს.

დღეს, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ბაიდენი პირველად შეხვდა დიდი შვიდეულის წარმომადგენლებს - ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, კანადიდან და იაპონიიდან. ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიმდინარე წლის ზაფხულში, პრეზიდენტი ბაიდენი, ბრიტანეთის მიერ გამართულ სამიტს პირადად შეუერთდება.

„ამერიკა დაბრუნდა“ - განუცხადა პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს. პრეზიდენტმა თქვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გზას დემოკრატია აჩვენებს და არა ავტოკრატია.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ კვლავ არის შესაძლებელი, ხალხმა დემოკრატიები მიიღოს. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური მისია. დემოკრატია შემთხვევითი რამ არაა. ჩვენ უნდა დავიცვათ იგი, უნდა გავაძლიეროთ, განვაახლოთ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი მოდელი, ისტორიული რელიკვია არ არის“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

რუსული და ჩიუნური გამოწვევები

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებმა და დემოკრატიებმა, რუსეთისგან და ჩინეთისგან მომავალი გამოწვევბის წინაშე ერთობლივად უნდა იმუშაონ. ასევე, მათ ერთად უნდა იმუშაონ ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა ბირთვული უსაფრთხოება, კლიმატური ცვლილებები და კიბერუსაფრთხოება.

„შეერთებული შტატები, „ნატოს“ ერთგულია, მივესალმები თქვენს ინვესტიციებს სამხედრო შესაძლებლობებში, რაც აძლიერებს საერთო თავდაცვას. ერთ-ერთ ჩვენგანზე თავდასხმა, თითოეულ ჩვენთაგანზე თავდასხმაა - ეს არის ჩვენი ურყევი აღთქმა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა სცადა დემოკრატიის დესტაბილიზაცია აშშ-სა და ევროპაში. ბაიდენი თხოვს ერვოკავშირს, ვაშინგტონს მტკიცედ დაუდგნენ გვერდში.

„ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ჩინეთის მთავრობის ეკონომიკურ ბოროტებას, რაც ძირს უხრის საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის საფუძველს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაიდენის ადმინისტრაცია, ჩინეთის ქმედებებს ფართო ფრონტზე განიხილავს. მათ შორისაა სამხედრო მიმართულება და სავაჭრო პოლიტიკა, მისი ქმედებები ჰონგ-კონგში, უიღურთა წინააღმდეგ ქმედება და კორონავირუსის გავრცელება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG