ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთი გერმანიისგან „ლეოპარდის“ ტიპის ახალი ტანკების ყიდვას ცდილობს


ჩეხეთი, რომელმაც ომში მყოფ უკრაინას საბჭოთა პერიოდის დროინდელი ტანკები გადასცა, ახლა ცდილობს გერმანიისგან 30-მდე ახალი ტიპის ტანკი მიიღოს:15 საჩუქრად, 15 კი - გერმანიის თავდაცვის სამინისტროსგან შეიძინოს, რომელთა ჯამური ღირებულებაც ასობით ათასი მილიონი ევროა.

გერმანიისგან ჩეხეთს შემოწირულობის სახით უკვე აქვს მიღებული 15 „ლეოპარდ 2A4“- ის ტიპის საბრძოლო ტანკები. თუ მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულება, ჩეხეთს უახლოეს რამდენიმე წელში, სულ 42 ახალი, თანამედროვე ტიპის საბრძოლო ტანკი ეყოლება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი - ასზე მეტი.

„2030 წლის შემდეგ ჩეხეთის არმიას შეძლება ჰყავდეს 100-ზე მეტი "ლეოპარდ 2"-ის ტიპის ტანკი აქტიურ მზადყოფნაში და რეზერვში“, - წერია ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩეხეთსა და გერმანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. პრაღას საერთო ჯამში 70 ტანკის შეძენა სურს, რათა ჩაანაცვლოს ის საბჭოთა ტანკები, რომელიც ბოლო მონაცემებით რამდენიმე ათეულია დარჩენილი. მათგან 30 მოდერნიზებული „ტე-72“-ის ტიპის ტანკია, რამდენიმე კი „ტე72“-ის ტიპის არამოდერნიზებული ტანკი. ამ ტანკების ნაწილი ჩეხეთმა უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში დასახმარებლად უკვე გაუგზავნა.

„ლეოპარდ 2"-ის ტიპის ტანკები გერმანული კომპანიების „რეინმენტალის“ და „კრაუს-მაფეი ვეგმანის“ ერთობლივი ნამუშევარია. ამ ტიპის ტანკები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, მათი მთავარი "კონკურენტი" ამერიკული „აბრამსებია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG