ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენ განცი: “ადრეული საიმედო ნიშნებია“ მძევლების გაცვლასთან დაკავშირებით


ისრაელ-„ჰამასის“ ომის ოთხი თვის თავზე ისრაელის ე.წ. ომის კაბინეტის წევრი და თადარიგის გენერალი ბენი განცი ამბობს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების კუთხით მოლაპარაკებებში „ადრეული საიმედო ნიშნები" იკვეთება.

განცი ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალ რეგიონულ შეთანხმებაზე და მოლაპარაკებები ეხება როგორც მძევლების გათავისუფლებას, ასევე - ღაზის სექტორში ომის შეჩერებას.

„არის მცდელობები, რომ ხელი შეეწყოს მძევლების შესახებ ახალ შეთანხმებას, არსებობს შესაძლო პროგრესის იმედისმომცემი ადრეული ნიშნები“, - ამბობს განცი და განმარტავს, რომ ისრაელი არ შეწყვეტს გზების ძიებას, რომ „ჩვენი გოგო-ბიჭები სახლში დავაბრუნოთ“.

თადარიგის გენერალი განცი აქვე განმარტავს, რომ თუ ახალი შეთანხმება არ მოხდება, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზის სექტორში და ომი რამადანის, მუსლიმთა წმინდა თვის განმავლობაშიც გაგრძელდება.

„თუ მძველებთან მიმართებით ახალი შეთანხმება არ შედგება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლებს რამადანის პერიოდშიც“, - ამბობს ბენ განცი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG