ჩინეთის რამდნეიმე ქალაქმა კოვიდ რეგულაციები გაამკაცრა. გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც კოვიდის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. პანდემიის გამწვავების ფონზე, ქვეყანაში კითხვები გაჩნდა ეკონომიკის სტაბილურობის გამოც. უმკაცრესი რეგულაცები ძალიან ამძიმებს მშრომელთა ყოფას, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩინეთში კომპანია "ეფლში" შექმნილი არეულობის დროს.
პეკინის სავაჭრო ცენტრები და სკვერები, მთავრობის გადაწყვეტილებით, დახურეს. ქვეყნის დედაქალაქი ისევ მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსა.
ჩინეთის ზოგიერთ კურორტზე, დამსვენებლებს ჩასვლიდან სამი დღის განმავლობაში უფლება არ აქვთ, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში გავიდნენ. ჩინეთის რამდენიმე ქალაქში გამოცხადებულია ლოკდაუნიც.
მკაცრი კოვიდ რეგულაციები მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ეკონომიკის გამართულად მუშაობას ხელს უშლის. გაქრა იმედი იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჩინეთი შეამსუბუქებდა რეგულაციებს. ზამთრის მოახლოებასთან და ადვილად გადამდები ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად, როგორც ჩანს, ჩინეთი რეგულაციებს მხოლოდ გაამკაცრებს.
Facebook Forum