ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ქურთების სამიზნეებს უტევს


თურქეთი ქურთების სამიზნეებს უტევს
თურქეთი ქურთების სამიზნეებს უტევს

თურქეთის სამხედრო ავიაციამ ერაყის ჩრდილოეთში დარტყმები მიიტანა ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზებზე.

ამ ოპერაციას წინ უძღვოდა ამ ორგანიზაციის მიერ თურქეთ-ერაყის საზღვრის რაიონში ჰაკარის პროოვინციაში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმა. დაიღუპა 8 თურქი ჯარისკაცი. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქურთმა მეამბოხეებმა თავდასხმა განახორციელეს სამხედრო ავტოკოლონაზე. თავდასხმის შედეგად 11 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა მკვეთრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთს მოთმინება გამოელია ქურთ მეამბოხეებთან მიმართებაში. ამერიკამ მწუხარფება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ აშშ თურქეთს უდგას მხარში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG