ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა ევროკავშირის მოთხოვნას ასრულებს


ანკარა ევროკავშირის მოთხოვნას ასრულებს
ანკარა ევროკავშირის მოთხოვნას ასრულებს

თურქეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო მოთხოვნებიდან ერთერთი შეასრულა და დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ რელიგიურ უმცირესობებს ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებს. საუბარია 1936 წელს უმცირესობებისთვის ჩამორთმეულ საკუთრებაზე. ამ სიაში შედის 150 ერთეულზე მეტი ქრისტიანული და ებრაული ქონება შედის. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით იმ ნივთების საკომპენსაციოდ, რომელიც უკვე გაყიდულია, ხელისუფლება მზად არის ფულადი თანხა გადაიხადოს. თურქეთის ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ბერძნულ, სომხურ და ებრაულ ჯგუფებს და კერძო პირებს დაუბრუნოს ჩამორთმეული სკოლები, საავადმყოფოები, თავშესაფრები და სასაფალაოები.

XS
SM
MD
LG