ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი დამასკოს მოქმედებებს გმობს


ერდოღანი დამასკოს მოქმედებებს გმობს
ერდოღანი დამასკოს მოქმედებებს გმობს

თურქეთის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის განცხადებით, მათ დაკარგეს ნდობა სირიის ხელისუფლების მიმართ. ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ დამასკო გააგრძელებს ოპოზიციის მიმართ ძალის გამოყენებას, ანკარას მოუწევს სირიელი დემონსტრანტების მხარდაჭერა. თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა სირიის მთავრობის მცდელობებს დაგვიანებული და არასაკმარისი უწოდა, იმ დროს, როდესაც დამასკო აგრძელებს ოპოზიცის მიმართ ძალის გამოყენებას. ამ განცხადებამდე კი პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კვირას ტელევიზიით გამოსვლისას დამასკოს მოქმედება მკაცრად დაგმო.

„მისი თქმით ხელისუფლება ვერ გადაირჩენს თავს ძალით და სისასტიკით, ვერც ქუჩებში უდანაშაულო ხალხის დახოცვით. ერდოღანის განცხადებით, ერთადერთი გზა ეს არის იარაღზე უარის თქმა და ხალხის მოთხოვნებისთვის ყურის დაგდება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ უკვე იხილა ტუნისის და ეგვიპტის შედეგები, როდესაც მთავრობამ არ მოუსმინა ხალხს და ახლა ყველა ხედავს იმ სავალალო ვითარებას რაც ლიბიაში ხდება“

XS
SM
MD
LG