დღეს, ლიბიის დედაქალაქში მუამარ კადაფის რეზიდენციასთან, ისევე როგორც დედაქალაქის რამდენიმე სხვა რაიონში აფეთქებებს ჰქონდა ადგილი.
პრო-კადაფისა და მეამბოხეების შეტაკებების განახლების შესახებ მოდის ინფორმაციაც ქალაქ ზლიტანიდან.
ლიბიის მთავრობის წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა დაგმო ნატო საქმიანობა, რომელიც მეამბოხეებს საჰაერო რეიდებით ეხმარება.
იბრაჰიმის კრიტიკა თან ხდევს ცნობებს-ქალაქ ზავაიაში, ნატოს საჰაერო რეიდის შედეგად მისი ძმის დაღუპვის შესახებ.
ზავაია ტრიპოლიდან 50 კილომეტრის დაშრებით მდებარეობს. ამ ქალაქშიც მეამბოხეები და კადაფის ლოიალისტები ებრძვიან ერთმანეთს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტი-სამთავრობო ძალებმა ზავაიასა და საბრათაში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების კონტროლი იგდეს ხელთ.