ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ლიბიაში 7-თვიან სამხედრო ოპერაციას ასრულებს.
ახალი რეზოლუციის მიხედვით, რომელსაც დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უყარეს კენჭი, ლიბიაში საჰაერო კამპანია 31 ოქტომბერს შეწყდება.
გადაწყვეტილებას გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის მანდატის შეჩერება უსწრებდა წინ.
ლიბიის ახალი ხელისუფლება ამ ფაქტის წინააღმდეგია. ისინი ალიანსს ოპერაციის გაგრძელებას წლის ბოლომდე სთხოვდნენ. ნატოს მეთაურის, ფოგ რასმუსენის, განცხადებით პოსტ-რევოლუციურ ლიბიაში ის ალიანსის წამყვან როლს ვეღარ ხედავს. „თუკი ამის მოთხოვნა იქნა, ერთადერთი, რაშიც ახალ მთავრობას დავეხმარებით, იქნება თავდაცვის და უსაფრთხოების სფერო“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა