ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირტიდან 30 კილომეტრში


სირტიდან 30 კილომეტრში
სირტიდან 30 კილომეტრში

ლიბიელი ამბოხებულები მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტს უახლოვდებიან. პარალელურად აძლიერებენ კონტროლს დედაქალაქ ტრიპოლიზე. მისრატაში მყოფი ამბოხებულების განცხადებით, ოპოზიციის ძალები სირტის მიმართულებით დასავლეთიდან მოძრაობენ და ისინი ქალაქიდან უკვე 30 კილომეტრში იმყოფებიან. ქალაქი სირტი ტრიპოლიდან 450 კილომეტრით არის დაშორებული. ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, ამბოხებულები ქალაქს ძალით აიღებენ, თუკი კადაფისტებთან მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდება. თავად კადაფის ადგილსამყოფელი უცნობია, მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა დედაქალაქი ტრიპოლი აიღეს. სავარაუდოდ, ის თავის მშობლიურ ქალაქ სირტს აფარებს თავს. გარდამავალი საბჭოს ლიდერის მუსტაფა ჯალილის განცხადებით მუამარ კადაფი ლიბიისთვის და მსოფლიოსთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ჯალილმა ნატოს მოუწოდა გააგრძელონ ამბოხებულთა მხარდაჭერა და კვლავ მიიტანონ კადაფის ძალები პოზიციებზე საჰაერო იერიშები.

XS
SM
MD
LG