ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება,"- თალაკვაძე


"შარლ მიშელის" დოკუმენტის ანულირების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნების" წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "მმართველი პარტიის მიმართ საყვედურები ვერ იქნება" თალაკვაძე ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შემდგარი დოკუმენტის პუნქტებს, "ქართული ოცნება ცალმხრივად ასრულებდა"

"შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, ისე, რომ ბოლოს ამან ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება.

შეთანხმება რომელსაც ხელს 115 დეპუტატი აწერდა, მართლაც გაუქმდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 115-დან 84 დეპუტატი უმრავლესობის წევრია. ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს და ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას, ამ დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი. მეტიც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯები, არამედ ამ დოკუმენტის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად შეეცადა პროცესების რადიკალიზაციას, გაზარდა დაპირისპირების დონე და სრულად ჩართო დეზინფორმაციის მანქანა.

შესაბამისად, ბუნებრივია, მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს“,- ამბობს ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

"ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანმხება გაუქმებულად გუშინ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. განცხადება გუნდთან ერთად პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

პარტიის გადაწყვეტილებას მწვავე რეაქციები მოჰყვა ბრიუსელსა და ვაშინგტონში. დაისვა კითხვები ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. მეტიც, ვაშინგტონში ექსპერტულ წრეებში აცხადებენ, რომ "მიზანმიმართული სანქციების დროა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG