ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი რიში: როგორც ჩანს, პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს


საქართველოს მთავრობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომ დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება არის მთავრობის პასუხისმგებლობის უარყოფა და როგორც ჩანს ეს მიუთიტებს, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს და არა - მთელი ქვეყნის. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს".

"ქართულმა ოცნებამ" დღეს, ოპოზიციასთან 19 აპრილს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი და შესაბამისად მის თანახმად ნაკისრი ვალდებულებები ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის ლიდერებმა, შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან 100 დღის შემდეგ, ერთობლივი განცხადება პარტიის ოფისში გააკეთეს და თქვეს, რომ ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად მათ ოპოზიციის ნაწილის ქმედება დაასახელეს. მათ დასავლელ ლიდერებს უსაყვედურეს კიდეც იმის გამო, რომ ოპოზიციას საკმარისად მკაცრად არ სთხოვდნენ შეთანხმების პირობების შესრულებას.

XS
SM
MD
LG