ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვეროპარლამენტი ორბანს პუტინთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს


ევროპარლამენტმა, ოთხშაბათს, 17 ივლისს, მკვეთრად გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამო. ეს ბლოკის მიერ, ბუდაპეშტის მიერ თვითინიციატივით გამოცხადებული „სამშვიდობო მისიის“ მიმართ გამოთქმული კიდევ ერთი საყვედურია.

მიმდინარე თვეში, ორბანი გააკრიტიკეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. მიზეზი ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე რუსეთსა და ჩინეთში გამართული მოულოდნელი ვიზიტებია.

ამავე თვეში, როტაციის პრინციპით, უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და პოზიციას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს. ეს პოზიცია, ბუდაპეშტს ევროკავშირის შეხვედრების ორგანიზების პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ არ აძლევს ორბანს უფლებას, რომ საკუთარი დიპლომატია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით აწარმოოს.

რეზოლუციაში ევროპარლამენტმა დაგმო ორბანის ვიზიტი რუსეთში, როგორც „ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის აშკარა დარღვევა“.

ევროკავშირის პარლამენტს „მიაჩნია, რომ ამ დარღვევას უნგრეთისთვის შედეგები უნდა მოჰყვეს“, ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია, რომელიც ასევე მოიცავდა სექციებს უკრაინისადმი ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერაზე, ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით, 679-დან, 495 ხმით მიიღო.

„ორბანი პუტინს ევროკავშირის შეურაცხყოფის მიზნით შეხვდა, რათა გამოეცხადებინა, რომ მას სამშვიდობო გეგმა აქვს, რომლის შესახებ არავინ იცის და ხელი შეუწყოს რუსული ექსპანსიონიზმის პოპულარიზაციას“, - თქვა ირატხე გარსია პერესიმ, რომელიც ევროკავშირის პარლამენტში, სოციალისტ დეპუტატთა ჯგუფს ხელმძღვანელობს.

უნგრეთის მთავრობა, რომელიც რუსეთთან, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, ორბანის მიერ განხორციელებულ ვიზიტებს იწონებს.

„მიუღებელია ქვეყნის სტიგმატიზაცია დიპლომატიური გადაწყვეტილებების ადვოკატირებისთვის“, - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ ზიარტო.

ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბლოკის მხარდაჭერა უკრაინისადმი.

XS
SM
MD
LG