ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი ორბანის ძალისხმევას აფასებს


ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ძალისხმევას, განემარტა რუსეთისა და უკრაინის პოზიციები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.

ორბანმა პარასკევს მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რამაც ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი აღაშფოთა.

ორშაბათს ის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდა. პეკინში ვიზიტი ყველასთვის მოულოდნელი იყო. მან ეს აღწერა, როგორც "სამშვიდობო მისიის" მესამე ეტაპი. ინიციატივას არ აქვს არც ევროკომისიის და არც უკრაინის მხარდაჭერა.

„ბატონი ორბანი იღებს სერიოზულ ინიციატივას, რათა შეადაროს სხვადასხვა მხარის პოზიციები პირველწყაროებზე დაყრდნობით და ჩვენ ვაფასებთ ბატონი ორბანის ამ ძალისხმევას“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

"დაინტერესებულ მხარეებს შორის არის მთელი რიგი უთანხმოება, მაგრამ მაინც, ბატონი ორბანი ცდილობს გაიგოს ამ უთანხმოების არსი, რაც ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა პესკოვმა.

უნგრეთის ლიდერი ორშაბათს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ის ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაუგზავნა თუ არა ვლადიმირ პუტინმა ორბანის მეშვეობით გზავნილი ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ნატოს სხვა ლიდერებს, პესკოვმა უპასუხა, რომ - არა.

XS
SM
MD
LG