ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ჩინეთის უსაზღვრო პარტნიორობა - პუტინი ჩინეთში ჩადის


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ახალი საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში პირველ საერთაშორისო ვიზიტს ჩინეთში გამართავს. ვლადიმირ პუტინი ჩინეთში კვირის ბოლოს ჩავა და იქ ორი დღის განმავლობაში დარჩება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ჩინელ კოლეგებთან, ჟურნალისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ეს ვიზიტი იქნება იმ „უსაზღვრო“ თანამშრომლობის დემონსტრირების, რაც მოსკოვსა და პეკინს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც უკვე დაადასტურა ჩინეთში პუტინის ვიზიტი, განმარტავს, რომ ორი ქვეყნის ლიდერი გაცვლიან მოსაზრებებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შესახებ და ისაუბრებენ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.

კრემლში კი განმარტავენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირებს საფრთხეს ვერავინ შეუქმნის.

„ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია - ეს არის გზა, რომელიც აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა და არაფერი შეიცვლება, რაც არ უნდა ეცადოს დასავლეთი სიტყვით თუ ქმედებით“,- ამბობს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას კრემლის მაღალი თანამდებობის პირი ანონიმურობის დაცვით.

ვიზიტის წინ ჩინური საინფორმაციო სააგენო Xinhua აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ჩინეთის სამშვიდობო გეგმას რომელიც უკრაინაში ომს ეხება რუსეთი სრულად იზიარებს. გამოცემა წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა სი ძინპინის ინიციატივა მოიწონა. ტრანსკრიპტს აქვეყნებს კრემლიც.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ ჩინეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი უფრო სიმბოლური მნიშვნელობის იქნება, თუმცა განმარტავენ, რომ პუტინი შეეცდება ჩინეთიდან უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს მისი ეკონომიკისთვის.

რუსეთსა და ჩინეთს შორის კავშირები უსაზღვროა, თუმცა ამ დრომდე პეკინი რუსეთისთვის საბრძოლო მასალისა და შეიარაღების მიწოდებას ერიდება. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კრემლისთვის ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია.

„დარწმუნებული ვარ რუსეთს სურს რომ ჩინეთის დახმარება აღმოჩნდეს [ფრონტის] ხაზთან უკრაინაში“,- ამბობს ანალიტიკოსი ალექსანდრ ნილი და განმარტავს, რომ ეს ჩინეთის ურთიერთობებზე დასავლეთთან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG