ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა სამხედრო ასაკის მამაკაცებს საკონსულო მომსახურებას უჩერებს


სამხედრო მობილიზაციისთვის უკრაინის ხელისუფლება წესებს ამკაცრებს. ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ არსებული უკრაინული საკონსულოები აღარ მოემსახურებიან სამხედრო ასაკის მამაკაცებს. კიევის სურვილია გააძლიეროს პოზიციები ფრონტის ხაზზე და შეავსოს დანაკარგები, რაც რუსეთთან 26 თვიანი ომის დროს უკრაინულმა ჯარმა განიცადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელ „ექსში“ გაავრცელა კულება ამბობს, რომ ეს სამართლიანი მიდგომა იქნება.

„ახლა ეს [ვითარება] ასე გამოიყურება: მამაკაცი რომელიც [სამხედრო გაწვევის ასაკისაა] და წასულია საზღვარგართეთ აჩვენებს, რომ არ აინტერესებს სახელმწიფოს ბედი, შემდეგ მოდის და სურს მიიღოს ამ სახელმწიფოს მომსახურება. ეს ასე არ მუშაობს, ჩვენი ქვეყანა ომშია“,- წერს დმიტრო კულება სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ამ დროისთვის 860 000 სამხედრო ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცი იმყოფება მხოლოდ ევროპაში, რაც დაახლოებით 20 პროცენტია იმ უკრაინელებისა, რომლებმაც ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში დატოვეს.

„საზღვარგარეთ დარჩენა არ ათავისუფლებს მოქალაქეს სამშობლოს წინაშე დაკისრებული მოვალეობისაგან“,- ამბობს კულება.

საკონსულო მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებული ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ არის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონისა, რომლის მიხედვითაც იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს დააჩქაროს ჯარში მოქალაქეების გაწვევა და უკეთ მართოს მის ხელთ არსებული რესურსები.

ახალი კანონი ძალაში მაისიდან შევა და ის მოითხოვს სამხედრო ასაკის ყველა მამაკაცისგან, გამოცხადნენ კომისარიატებში რათა განაახლონ სამხედრო დოკუმენტაცია. კანონის მიხედვით ეს შესაძლებელია, როგორც კომისარიატში უშუალო მისვლით, ასევე ონლაინ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG