„ტიკ-ტოკმა“ კვირას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტის გამო, სიტყვის თავისუფლების საკითხი აშფოთებს. კანონპროექტით შეიძლება აიკრძალოს სოციალური მედიის ეს პოპულარული პროგრამა, თუ მისი ჩინელი მფლობელი „ბაიტ დანსი“ თავის აქციებს წლის განმავლობაში არ გაყიდის.
წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი შაბათს, 360 ხმით 58-ის წინააღმდეგ მიიღო. ახლა ის სენატში გადაინაცვლებს, სადაც მომავალ დღეებში კენჭისყაზე გაიტანენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ადრე თქვა, რომ „ტიკ-ტოკის“ კანონპროექტს ხელს მოაწერს.
ორივე პარტიის ბევრი კანონმდებელი და ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ „ტიკ-ტოკი“ ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ჩინეთს შეეძლება კომპანია აიძულოს 170 მილიონი ამერიკელი მომხმარებლის მონაცემები სის ხელისუფლებას გაუზიაროს.
„ტიკ-ტოკზე“ კანონპროექტის უფრო ფართო, საგარეო დახმარების კანონპროექტში ჩართვამ, შეიძლება მისი პოტენციური აკრძალვა დააჩქაროს. ადრე, ცალკედ გატანილი კანონპროექტი სენატში შეჩერდა.
„ტიკ-ტოკმა“ თებერვალში გააკრიტიკა თავდაპირველი კანონპროექტი, რომელიც სენატში გაჩერდა და თქვა, რომ მას „მილიონობით ამერიკელისთვის ცენზურის დაწესება“ შეეძლო. კომპანია ამის მსგავსად ირწმუნებოდა, რომ მონტანის შტატის მიერ გასულ წელს მიღებული „ტიკ-ტოკის“ ამკრძალავი კანონი კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას წარმოადგენდა.
ამერიკული სამოქალაქო უფლებების კავშირი, კანონპროექტს სიტყვის თავისუფლების საფუძველზე შეეეწინააღმდეგა.
„ტიკ-ტოკი“ ირწმუნება, რომ ამერიკელთა მონაცემები არასდროს გაუზიარება და ამას არასდროს იზამს.