დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა, რომ არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი ემზადება სრულმასშტაბიანი ღონისძიებები გაატაროს და რუანდელი თავშესაფრის მაძიებლები შინ დააბრუნოს 10-12 კვირაში. მან აღნიშნული გეგმის დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა თქვა, რომ კარგად გაწვრთნილი კადრები არალეგალ ემიგრანტებს ჩარტერული რეისებით რუანდაში ჩაიყვანენ.
სუნაკმა დააზუსტა, რომ “დარწმუნებულია, რომ ეს გეგმა შეესაბამება და ასრულებს დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციიდან წარმოიშვა იქ ლონდონის წევრობასთან ფაკავშირებით".