ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰუმან რაითს უოჩის“ მორიგი კრიტიკული ანგარიში და „ოცნების“ სირაქლემის პოზა


HRW: უცხოური აგენტების” შესახებ კანონის მიღების მიზანი რეალურად „დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ადამიანების სტიგმატიზაცია იყო
HRW: უცხოური აგენტების” შესახებ კანონის მიღების მიზანი რეალურად „დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ადამიანების სტიგმატიზაცია იყო

საქართველოს მთავრობის მცდელობა, “უცხოური აგენტების” შესახებ კანონი მიეღო გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა; მნიშვნელოვან პრობლემად რჩება პოლიციის მიერ ჩადენილი დარღვევები, განსაკუთრებით, საპროტესტო მიტინგების დაშლის დროს;

ასევე, პრობლემაა - თავდასხმები და ზეწოლა მედიაზე და ჟურნალისტებზე; უხეშად ირღვეოდა ლგბტ თემის უფლებები; კვლავ არასამართლიანია შრომითი პირობები - ასე აფასებს „ჰუმან რაითს უოჩი“ (Human Rights Watch-HRW) საქართველოს 2023 წლის ანგარიშში. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, შარშან, ადამიანის უფლებების მხრივ, ქვეყანაში უთანასწორო მდგომარეობა იყო.

„ასეთი რიტორიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არ არის მოულოდნელი. ეს შეტევები სამოქალაქო საზოგადოებაზე იყო ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა შარშან და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება
ნინო ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, HRW-ის ახალ კრიტიკულ ანგარიშს, საქართველოს “ელიტური და მდიდარი“ მესამე სექტორის, „შეფასებებს, ხედვებს და აღქმებს დაყრნობილი“ უწოდეს, რომლებიც „ენჯეოებმა“ „ჰუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში „შეაპარეს“.

„ასეთი რიტორიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არ არის მოულოდნელი“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ქურდოვანიძემ.

მისი თქმით, HRW-ის ანგარიშიც საუბრობს იმაზე, რომ „ეს რიტორიკა და შეტევები სამოქალაქო საზოგადოებაზე იყო ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა შარშან და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება.

შარშანაც, „ოცნების“ მხრიდან, ჩვენ ანალოგიურ შეფასებებს ვისმენდით, რომ თითქოს, ის პრობლემები, რომელიც ანგარიშშია მოხვედრილი რეალობასთან შეუსაბამო იყო. მაშინ, როდესაც „ჰუმან რაითს უოჩი“ არის, მსოფლიოში აღიარებული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის შეფასებები ყოველთვის და ყველა ქვეყნისთვის არის საყურადღებო“ - ამბობს ნინო ქურდოვანიძე.

"ოცნებას" მოუწევს ამ პრობლემების აღიარება და მოგვარება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:43 0:00

„ჰუმან რაითს უოჩის“ ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის მარტში, “უცხოური აგენტების” შესახებ კანონის მიღების მიზანი, რეალურად „დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ადამიანების სტიგმატიზაცია და დაჯარიმება" იყო, რომელიც საბოლოო ჯამში, "გამოხატვის თავისუფლებას ძირს გაოუთხრიდა“.

“მთავრობის მხრიდან მტრული რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. განსაკუთრებით მტრული იყო მათი რიტორიკა ხელისუფლების მაკონტროლებელი კრიტიკული ორგანიზაციების მიმართ. “ოცნებამ” მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან დაიხია“ - წერია 2023 წლის ანგარიშში.

2023 წლის მარტი, დემონსტრაცია "რუსული კანონის" წინააღმდეგ
2023 წლის მარტი, დემონსტრაცია "რუსული კანონის" წინააღმდეგ

„ჰუმან რაითს უოჩის“ ანგარიშის სულისკეთებას სრულად იზიარებს საქართველოს ოპოზიციური სპექტრი. „ძალიან სწორი შეფასებაა ამ ორგანიზაციის და ეს დაინახა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა, იმიტომ გამოვიდა ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში და სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა“ - მიაჩნია პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს პაატა მანჯგალაძეს.

„ძალიან სწორი შეფასებაა ამ ორგანიზაციის, ეს დაინახა ქართველმა ხალხმა, იმიტომ გამოვიდა ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში და სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა“
პაატა მანჯგალაძე, ოპოზიციონერი დეპუტატი

მისი თქმით, შემოდგომაზე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა სპეცსამსახურები „ხალხს დაუბრუნდება“, ჩვენ ვნახავთ, რომ მარტის მოვლენები არ იყო შემთხვევითობა ან დამთხვევა.

„აქ იყო პირდაპირი, მიზანმიმართული დივერსიები და მოქმედებები ჩვენს მტერთან, რუსეთთან ერთად. ჩვენ ვნახავთ, რომ დიახაც, რუსული სპეცსამსახურები, ფარცხალაძის მსგავსი ადამიანებით, როგორ ახდენდნენ გავლენას საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და საგარეო კურსზე“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

„ჰუმან რაითს უოჩი“ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონის მიღების მცდელობასთან ერთად, საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს, შსს-ს მხრიდან მასიურ დარღვევებს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელის შეშლის მიზნით. მათ შორის, პროტესტანტების დაკავებებს და მაღალ ჯარიმებს, მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით.

„ჰუმან რაითს უოჩის“ ანგარიში ძალიან სწორი შეფასებაა"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

ანგარიშში, ასევე კრიტიკულად არის შეფასებული: ა) - 2023 წლის ოქტომბერში, მმართველი პარტიის მიერ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები, რაც პოლიციას უფლებას აძლევს, დაშალოს და დააკავოს პროტესტის მონაწილეები, რომლებიც კარავს გაშლიან ან კონსტრუქციას დადგამენ.

ბ) - ქართული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და პარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციები, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის სამუშაო გარემო გააუარესა; საკანონმდებლო ცვლილებები კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლების გასაზრდელად;

გ) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ დაწყებული „გამოძიება“, USAID-ის მიერ დაფინანსებული „რევოლუციური სცენარის“ შესახებ, რომელიც თითქოს, "ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.“

2023 წლის მარტი, შეტაკება პარლამენტის წინ
2023 წლის მარტი, შეტაკება პარლამენტის წინ

„რა თქმა უნდა, ეს ანგარიში დაყრდნობილია „ენჯეოების“ შეფასებებს, აღქმებს და ხედვებს. ნუ, „ენჯეოებს“ რა ხედვები და აღქმები აქვთ, განსაკუთრებით, ელიტურ „ენჯეოებს“, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ საგრანტო დაფინანსება საქართველოში, რამდენიმე „ენჯეოს“, ეს გასაგებია. ეს მათი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და ასე იარაღად იყენებენ ხოლმე საერთაშორისო დასკვნებს“ - ასე გამოეხმაურა „ჰუმან რაითს უოჩის“ 2023 წლის ანგარიშს, პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი „ენჯეოშნიკი“ შალვა პაპუაშვილი.

„ევროკომისიის შეფასებაშიც, რომელიც შარშან ნოემბერში გამოქვეყნდა, ეს საკითხები იქაც გვხდება. ამიტომ, ხელისუფლებას ამ პრობლემებზე რეაგირება მოუწევს, იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს. ეს საკითხებi საქართველოს დღის წესრიგში დგას და მათი მოგვარება ხელისუფლების ვალდებულებაა
ნინო ქურდოვანიძე, საია

მისი მტკიცებით, „საქართველოს პოლიცია რომ საერთაშორისო, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, ეს დადასტურებული არის სტრასბურგის (სასამართლოს) რამდენიმე გადაწყვეტილებით. ასე რომ, ეს სპეკულაციები, რომლებსაც ცდილობენ „ენჯეოები“, რომ ასეთ ანგარიშებში საკუთარი დამოკიდებულება შეაპარონ, ფუჭია“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც 2023 წლის მარტში, საყოველთაო სახალხო პროტესტის ფონზე, იძულებული გახდა პირველი მოსმენით მიღებული “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი, მეორე მოსმენაზე თანაპარტიელებთან ერთად ჩაეგდო, ისევ გაიმეორა, რომ ეს კანონი ქვეყანას სჭირდება.

„მე მგონი, ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ეს კანონი საჭირო იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს არის ფარული დაფინანსება პოლიტიკის უცხოეთიდან“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

HRW-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2023 წლის ივლისში, ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა და არავინ დააკავა, როცა ულტრამემარჯვენე ძალადობრივმა ჯგუფებმა პრაიდ-ფესტივალი ჯერ ჩაშალეს, შემდეგ კი დაარბიეს. „

ჰუმან რაითს უოჩი“ აღნიშნავს, რომ “ადამიანის უფლებათა 2023-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, განსხვავებით წინა სტრატეგიისგან, ლგბტ ადამიანების უფლებები ნახსენები აღარ არის“.

„ამ ანგარიშების არსებობას „ქართული ოცნების“ ეს რიტორიკა ვერ გააუფერულებს, ეს ანგარიშები ძალიან ფასეული და ღირებულია, მისი წარდგენა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, აღიარებს თუ არა ამ ანგარიშებს ხელისუფლება. თუმცა, არაღაიარების შემთხვევაშიც, ეს პრობლემები სახეზეა. პირველ რიგში, საზოგადოება ხედავს ამას“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება იღებდეს ამ კრიტიკას და მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადოს.

„ევროკომისიის შეფასებაშიც, რომელიც შარშან ნოემბერში გამოქვეყნდა ეს საკითხები იქაც გვხდება. ამიტომ, ხელისუფლებას ამ პრობლემებზე რეაგირება მოუწევს, იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს. ეს საკითხება საქართველოს დღის წესრიგში დგას და მათი მოგვარება ხელისუფლების ვალდებულებაა
ნინო ქურდოვანიძე, საია

„ევროკომისიის შეფასებაშიც, რომელიც შარშან ნოემბერში გამოქვეყნდა, ეს საკითხები იქაც გვხდება. ამიტომ, ხელისუფლებას ამ პრობლემებზე რეაგირება მოუწევს, იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს. მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ არის საკმარისი, წევრობას სჭირდება მოლაპარაკებების დაწყება.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ საკითხები, რომელიც 9 დათქმაშია, მათ შორის მოიცავს, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების საკითხს, ადამიანის უფლებათა სტრატეგიას და სამოქმედო გეგმის საკითხს, უმცირესობების უფლებებს, ინსტიტუციურ რეფორმებს. ანუ, ეს საკითხები საქართველოს დღის წესრიგში დგას და მათი მოგვარება ხელისუფლების ვალდებულებაა“ - ამბობს ნინო ქურდოვანიძე.

„ჰუმან რაითს უოჩის“ საქართველოს 2023 წლის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ოდენობა, უკვე 24 წელია, თვეში სულ რაღაც - 20 ლარია, რაც საარსებო მინიმუმს - 12-ჯერ, ხოლო საშუალო საცხოვრებელ ხელფასს (1770 ლარი) - 88.5-ჯერ ჩამორჩება.

საკანონმდებლო დონეზე ერთგვარი გაუმჯობესების ფონზე, HRW ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ „შრომითი უფლებები საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება. სუსტია ზეგანაკვეთური შრომის შესახებ რეგულაციები, ხშირია კუთვნილი ხელფასის გადაუხდელობა, მინიმალურია სოციალური დაცვის მექანიზმები, პროფესიულ კავშირებს არ აქვთ სამართლებრივი გარანტიები“.

Human Rights Watch დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1978 წლიდან მუშაობს
Human Rights Watch დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1978 წლიდან მუშაობს

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG